ანემია

დაავადების აღწერა

 

ანემიის დროს ორგანიზმში არ არის ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ქსოვილებში ჟანგბადის საკმარისად მიტანისათვის. ანემია ადამიანში დაღლილობისა და სისუსტის ნიშნებით ვლინდება.

ანემიის ბევრი ფორმა არსებობს და თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. სისხლის დაკარგვა ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი, მსუბუქი ან მძიმე.ანემიის დროს ორგანიზმში არ არის ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ქსოვილებში ჟანგბადის საკმარისად მიტანისათვის. ანემია ადამიანში დაღლილობისა და სისუსტის ნიშნებით ვლინდება.

ანემიის ბევრი ფორმა არსებობს და თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. სისხლის დაკარგვა ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი, მსუბუქი ან მძიმე.

ანემიის მკურნალობა ვარირებს დანამატი მედიკამენტების მიღებიდან გარკვეულ სამედიცინო პროცედურებამდე. გარკვეული ტიპის ანემიების პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი, მრავალფეროვანი დიეტით.

მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ანემია, რადგან ეს შეიძლება სხვა დაავადების ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი

ანემიის დროს ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები. მიზეზებია:

  • ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის უჯრედებს
  • სისხლდენის გამო კარგავთ უჯრედებს და მათი წარმოქმნით ვერ აღდგება მარაგი
  • ორგანიზმი ანადგურებს სისხლის წითელ უჯრედებს



რა როლი აქვს სისხლის წითელ უჯრედს

ორგანიზმში წარმოიქმნება სისხლის სამი ტიპის უჯრედი: თეთრი უჯრედები ინფექციებთან საბრძოლველად, თრომბოციტები სისხლის შედედებისათვის და სისხლის წითელი უჯრედები ჟანგბადის მთელ სხეულში გადასატანად.

სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს–წითელ, ჟანგბადით მდიდარ პროტეინს, რომელიც სისხლს შეფერილობას აძლევს. ჰემოგლობინის საშუალებით უჯრედს გადააქვს ჟანგბადი ფილტვებიდან სხეულში და გადააქვს ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებში, რათა ამოსუნთქვისას გამოიყოს.

სისხლის უჯრედების უმეტესობა რეგულარულად წარმოიქმნება ძვლის ტვინში– წითელ, ღრუბლისებრ ქსოვილში, რომელიც ლულოვანი ძვლების ღრუში მდებარეობს. ჰემოგლობინისა და წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად ორგანიზმს ჭირდება რკინა, ვიტამინი B-12, ფოლიუმის მჟავა და სხვა საკვებიდან მიღებული ნივთიერებები.

ანემიის გავრცელებული ფორმების გამომწვევი მიზეზები
ანემიის გავრცელებული ფორმები და მიზეზებია:

  • რკინადეფიციტური ანემია. რკინადეფიციტური ანემია რკინის ნაკლებობითაა გამოწვეული. ძვლის ტვინს ჭირდება რკინა ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს სისხლის წითელი უჯრედებისათვის საკმარისი ჰემოგლობინის სინთეზს.
  • ასეთ ანემიას იწვევს სისხლდენა ( როგორიცაა მოჭარბებული მენსტრუალური სისხლდენის დროს), წყლული, სიმსივნე, მომნელებელი სისტემის პოლიპი, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.
  • ვიტამინდეფიციტური ანემიები. რკინის გარდა, ორგანიზმს ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B-12 ჭირდება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. თუ არ იღებთ ამ ნივთიერებების საკმარის რაოდენობას საკვებთან ერთად, სისხლის წარმოქმნა შეფერხებულია.
  • ზოგიერთი ადამიანი იღებს ადეკვატური რაოდენობის B-12–ს, მაგრამ ორგანიზმი ვერ ითვისებს ამ ვიტამინს. ეს იწვევს ვიტამინდეფიციტურ ანემიას, რომელიც პერნიციოზული (ავთვისებიანი) ანემიის სახელითაცაა ცნობილი.
  • ანემია ქრონიკული დაავადებების დროს. გარკვეული ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა სიმსივნე, აივ/შიდსი, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება და სხვა ქრონიკული ანთებითი დაავადებები იწვევენ ანემიას. თირკმლის უკმარისობა ასევე იწვევს ანემიურ მდგომარეობას.
  • აპლასტიური ანემია. ანემიის ეს სიცოცხლისათვის საშიში ტიპი ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება. ძვლის ტვინი ვეღარ წარმოქმნის საკმარის უჯრედებს. აპლასტიური ანემიის მიზეზებია გარკვეული ინფექციები, მედიკამენტები და ავტოიმუნური დაავადებები.
  • ძვლის ტვინის დაავადებებთან ასოცირებული ანემია. ლეიკემია, მიელოდისპლაზია, მიელოფიბროზი და სხვ. იწვევენ ანემიას ძვლის ტვინის დაზიანების გამო. ასეთი სიმსივნეების ან დაავადებების დროს შეიძლება შეგვხვდეს როგორც მსუბუქი ანემია, ასევე სიცოცხლისათვის საშიში გართულება და სისხლის წარმოქმნის პროცესის სრული მოშლა.
  • სისხლის ან ძვლის ტვინის სხვა სიმსივნეები (მრავლობითი მიელომა, მიელოპროლიფერაციული დარღვევები, ლიმფომები) ასევე იწვევენ ანემიას.
  • ჰემოლიზური ანემია. ანემიის ეს ჯგუფი ვითარდება, როცა სისხლის უჯრედები უფრო სწრაფად ნადგურდება, ვიდრე ძვლის ტვინს მათი წარმოქმნა შეუძლია. სისხლის ზოგიერთი დაავადება უჯრედების სწრაფ დაშლას იწვევს. ჰემოლიზური ანემია შესაძლოა მემკვიდრეობითიც იყოს.
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ანემიის ეს მძიმე მემკვიდრეობითი ფორმა ჰემოგლობინის დეფექტური შენებითაა გამოწვეული, რის გამოც სისხლის წითელ უჯრედებს ნამგლის ფორმა აქვთ. ასეთი ფორმის უჯრედები ადრე კვდებიან, რაც სისხლის ქრონიკულ დეფიციტს იწვევს.
  • სხვა ანემიები. არსებობს ანემიის სხვა იშვიათი ფორმებიც, როგორიცაა თალასემია და დეფექტური ჰემოგლობინისმიერი ანემიები.

სიმპტომები

ანემიის სიმპტომები განსხვავდება გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ხშირი სიმპტომებია:

  • ანემიის სიმპტომები განსხვავდება გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ხშირი სიმპტომებია:
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ფერმკრთალი კანი
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • თავბრუსხვევა
  • კოგნიტიური პრობლემები
  • ცივი ხელები და ფეხები
  • თავის ტკივილი

თავდაპირველად, ანემია შეიძლება მსუბუქი იყოს და სიმპტომურად არ გამოვლინდეს, თუმცა ანემიის გაუარესებასთან ერთად გამოვლენაც უფრო მძიმეა.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ გაქვთ აუხსნელი დაღლილობა. ზოგიერთი ანემია, მაგალითად რკინადეფიციტური და ვიტამინ B-12 დეფიციტით გამოწვეული ანემია საკმაოდ გავრცელებულია.

დაღლილობას ბევრი სხვა მიზეზის შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ აუცილებლად ანემია გაქვთ.ზოგიერთი პაციენტი მაშინ იგებს, რომ ჰემოგლობინი დაბალი აქვს, როცა სისხლის დონაციას აპირებს.

დაბალი ჰემოგლობინი შესაძლოა დროებითი პრობლემა იყოს და რკინით მდიდარი საკვების ან მულტივიტამინური კომპლექსის მიღების შემდეგ გაქრეს. ჰემოგლობინის ნაკლებობა ასევე შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანიც.

თუ გაიგეთ,რომ ვერ აბარებთ სისხლს იმიტომ, რომ დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ, მიმართეთ ექიმს.