ანგიოფოლიკულური ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია (კასელმანის დაავადება)
დაავადების აღწერა
მკრუნალობა და შედეგი განსხვავებულია დაავადების ფორმის შესაბამისად. უნიცენტრული ფორმა ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში წარმატებულად იკურნება.
დაავადება ზოგჯერ შიდსის ვირუსთან არის დაკავშირებული და სიცოცხლისთვის საშიშია. მულტიცენტრუი ანგიოფოლიკულური ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია დაკავშირებულია სხვა პროლიფერაციული ტიპის დაავადებებთან, როგორიცაა ლიმფური სისტემის კიბო(ლიმფომა), კაპოშის სარკომა და ტაკაცუკის დაავადება.
გამომწვევი მიზეზი
ჰერპესვირუს 8 აგრეთვე დაკავშირებულია კაპოშის სარკომის განვითრებასთან. კაპოშის სარკომა სისხლძარღვის კედლის სიმსივნეა, რომელიც შეიძლება განვითარდეს, როგორც შიდსის გართულება. კვლევები აჩვენებენ, რომ შიდსის ვირუსის მქონე ანგიოფოლიკულური ლიმფური კვანზბის ჰიპერპლაზიით დაავადებულ პაციენტებში ჰერპესვირუს 8 გვხვდება. ჰერპესვირუსი აგრეთვე გვხვდება შიდსის არმქონე პაციენტების 40-50 %-შიც.
ადამიანის ჰერპესვირუს 8-ის ზუსტი როლი უცნობია. თუმცა მისი არსებობა იმუნურ სისტემაში ცუდად მოფუნქციონირე უჯრედების სწრაფ გამრავლებას იწვევს. იმუნური სისტემის უჯრედები გამოიმუშვებენ ცილას, სახელად ინტერლეიკინ-6, რომელიც დაკავშირებულია ლიმფური სისტემის უჯრედების ჭარბ გამრავლებასთან.
სიმპტომები
ანგიოფოლიკულური ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზიის ორი ძირითადი ფორმა არსებობს.
უნიცენტრული ფორმა. ეს ფორმა ვრცელდება ერთ ლიმფური სისტემის ერთ ლიმფურ კვანძზე.
მულტიცენტრული ფორმა. ეს ფრომა აზიანებს ბევრ ლიმფურ კვანზსა და ლიმფურ ქსოვილს და იწვევს იმუნური სისტემის სერიოზულ შესუსტებას
მულტიცენტრული ფორმის ქვეტიპები:
- მულტიცენტრული ფორმა ტაკაცუკის დაავადების გარეშე
- მულტიცენტრული ფორმა ტაკაცუკის დაავადებასთან ერთად, რომელიც მოიცავს ზოგიერთი ძვლის გადაგვარებას(ოსტეოსკლეროზული დაზიანებები)
- მულტიცენტრული ფორმა ძვლების დაზიანების გარეშე
უნიცენტრული ფორმა
- უნიცენტრული ფორმის მქონე პაციენტები ხშირად სიმპტომებს ვერ არჩევენ. ჩართული ლიმფური კვანძი ძირითადად მკერდის, კისრის ან მუცლის არეში მდებარეობს. სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- მკერდზე ან მუცელზე სისავსის ან ზეწოლის შეგრძნება, რომელიც ართულებს სუნთქვას და კვებას.
- დიდი ზომის ამობურცულობა კისრის,საზარდულის ან იღლიის არეში კანქვეშ
- მოულოდნელად წონაში კლება
- იშვიათ შემთხვევბში სიცხე, ოფლიანობა ღმით და სისუსტე
მულტიცენტრული ფორმა
მულტიცენტრული ფორმის მქონე პაციენტების სიმპტომები:
- სიცხე
- ოფლიანობა ღამით
- დაღლილობა და სისუსტე
- უმადობა
- მოულოდნელად წონაში კლება
- გადიდებული ლიმფური კვანძები, ძირითადად კისრის, ლავიწის ძვლის, იღლიის და საზარდულის არეში
- გადიდებული ღვიძლი და ელენთ
იშვიათი სიმტპომები:
- ნერვის დაზიანება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, რაც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას(პერიფერიული ნეიროპათია)
- გამონაყარი კანზე
როდის მივმართოთ ექიმს