აპენდიციტი

დაავადების აღწერა

აპენდიციტი (ჭია ნაწლავის ანთება) თითის ფორმის ნაწლავის წანაზარდის ანთებაა, რომელიც მსხვილი ნაწლავიდან გამოდის, მუცლის მარჯვენა მხარეს. აპენდიქსის ზუსტი ფუნქცია დადგენილი არ არის.

აპენდიციტი იწვევს ტკივილის მარჯვენა, ქვედა მუცლის არეში, თუმცა უმეტეს პაციენტებში ტკივილი იწყება კუჭის გარშემო და შემდეგ გადაინაცვლებს მარჯვნივ. როცა ანთება რთულდება, აპენდიციტის გამოწვეული ტკივილი ძლიერდება.

აპენდიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად 10–30 წლის ადამიანებშია. მკურნალობა ძირითადად აპენდიქსის ამოკვეთას გულისხმობს, ქირურგიული ჩარევით.

გამომწვევი მიზეზი

აპენდიქსის ღრუს ბლოკი, რომელიც იწვევს მის ინფიცირებას აპენდიციტის გამომწვევი სავარაუდო მიზეზია. ბაქტერია მრავლდება სწრაფად, რადაც მოყვება აპენდიქსის ანთება, შესიება და დაჩირქება. თუ აპენდიციტს მალე არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა მოხდეს მისი გახევა (რუპტურა).

სიმპტომები

აპენდიციტის სიმპტომები და ნიშნებია:

  • უცაბედი ტკივილი მარჯვენა, ქვედა მუცლის არეში
  • იცაბედი ტკივილი კუჭის გარშემო, რომელიც გადაინაცვლებს მარჯვნივ
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველისას, სიარულისას ან მოძრაობისას
  • გულისრევა და ღებინება
  • უმადობა
  • დაბალი სიცხე, რომელიც თანდათანობით იმატებს
  • ყაბზობა ან ფაღარათი
  • მუცლის შებერილობა

ტკივილის ადგილმდებარეობა განსხვავდება ასაკისა და აპენდიქსის მდებარეობის მიხედვით. თუ ფეხმძიმედ ხართ,ტკივილი მუცლის ზედა ნაწილშია, რადგან ორსულობის დროს აპენდიქსი ამ ადგილას ინაცვლებს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენს ბავშვს შესაბამისი ნიშნები ან სიმპტომები აქვს. მუცლის ძლიერი ტკივილი საჭიროებს სწრაფ დახმარებას.