აქილევსის მყესის გაწყვეტა

დაავადების აღწერა

აქილევსის მყესის გაწყვეტა ტრავმაა, რომელიც ფეხის ქვედა უკანა ნაწილს აზიანებს. ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის დაზიანება სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევარ ადამიანებში გვხვდება.

აქილევსის მყესის ძლიერი ფიბროზული ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან. თუ ზედმეტად დაიჭიმება ეს მყესი, შესაძლოა გაიწყვიტოს სრულიად ან ნაწილობრივად.

თუ გაწყდა აქილევსის მყესი, შესაძლოა იგრძნოთ ტკაცუნი, რომელსაც მოსდევს ძლიერი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ქირურგიული ჩარევა საუკეთესო მეთოდია გაწყვეტილი მყესის აღსადგენად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციის გარეშეც მკურნალობენ მყესის გაწყვეტას.

გამომწვევი მიზეზი

აქილევსის მყესი უზრუნველყოფს ფეხის მოხრას, თითის წვერებზე აწევასა და სიარულს ნორმალურ მოძრაობებს. მყესს იყენებთ ნებისმიერ დროს, როცა ფეხზე დგახართ.

გაწყვეტა ძირითადად მყესის იმ ნაწილში ხდება, რომელიც დაახლოებით 6 სანტიმეტრითაა დაშორებული ქუსლზე მიმაგრების ადგილიდან. ეს ნაწილი ნაკლებ სისხლს იღებს და ამით აიხსნება დაზიანების მაღალი რისკი და მორჩენითი პროცესების ნელი მიმდინარეობა.

გაწყვეტას ხშირად დატვირთვის უცაბედი გაზრდა იწვევს. მაგალითად:

  • სპორტული აქტივობის გაზრდა, განსაკუთრებით ნახტომები
  • სიმაღლიდან ვარდნა
  • ორმოში ფეხის ჩავარდნა

სიმპტომები

შესაძლოა მყესის გაწყვეტა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება:

  • ტკივილი, ძირითადად ძლიერი და შეშუპება ქუსლთან
  • ფეხის მოხრის უნარის შეზღუდვა სიარულის დროს
  • ფეხის წვერებზე დადგომის უნარის შეზღუდვა
  • ტკაცუნის ხმა ტრავმის მიღების დროს

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ იგრძენით ტკაცუნი ქუსლთან, მითუმეტეს, თუ არ შეგიძლიათ სიარული.