აქტინური კერატოზი

დაავადების აღწერა

აქტინური კერატოზი (მოხუცთა კერატოზი, მზის კერატოზი) კანის გამაგრებული, გარქოვანებული ცვლილებაა, რომელიც წლების განმავლობაში მზის გავლენით ვითარდება. ყველაზე ხშირად ასეთი კერები გვხვდება სახეზე, ტუჩებზე, ყურებზე, ხელის მტევნის ზურგზე, წინამხარზე, სკალპზე ან კისერზე.

აქტინური ან მზის კერატოზი ნელა დიდდება და არ ახასიათებს სხვა ნიშნები ან სიმპტომები, გარდა ჰიპერკერატოზული კერებისა. კერები წლების განმავლობაში ვითარდება და მოზრდილ ადამიანებში გამოვლინდება.

აქტინური კერატოზი იშვიათად შესაძლოა სიმსივნეშიც გადაიზაროდოს. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ კერატოზის განვითარების რისკი მზეზე ყოფნის პერიოდების შემცირებითა და ულტრაიისფერი სხივებისაგან თავდაცვით.

გამომწვევი მიზეზი

აქტინური კერატოზი ხშირი და ინტენსიური ულტრაიისფერი სხივების გამო ვითარდება, მზის ან სოლარიუმის ზემოქმედებით.

სიმპტომები

აქტინური კერატოზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გამაგრებული, გარქოვანებული კერა კანზე, ძირითადად 2,5 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის
  • ბრტყელი ან ოდნავ ამოწეული ცვლილება კანის ზედა შრეზე
  • ზოგიერთ შემთხვევაში, გამაგრებული, მეჭეჭის მსგავსი ზედაპირი
  • ფერის ცვლილება–ვარდისფერი, წითელი, ყავისფერი ან ხორცისფერი
  • ქავილის ან წვის შეგრძნება
  • აქტინური კერატოზი ძირითადად იმ ადგილებში ვითარდება, რომლებიც ხშირად მზის სხივების გავლენის ქვეშაა, მაგალითად სახე, ტუჩები, ყურები, ხელის მტევნის ზურგი, წინამხარი, სკალპი ან კისერი.


როდის მივმართოთ ექიმს

  • რთულია განასხვავოთ სიმისვნური და არასიმსივნური კანის ცვლილებები, ამიტომ ყოველთვის ჯობს ექიმმა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, მითუმეტეს თუ კერა კანზე იზრდება ან სისხლდენა ახლავს თან.