არტერიოვენური მალფორმაცია თავის ტვინში

დაავადების აღწერა

არტერიოვენური მალფორმაცია წარმოადგენს თავის ტვინში ჩამოყალიბებული არანორმალური სისხლძარღვების გროვას, რომელიც აკავშირებს თავის ტვინში არსებულ ვენებსა და არტერიებს.

არტერიებს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი გულიდან თავის ტვინის მიმართულებით გადააქვთ. ვენები დეოქსიგენირებულ(ჟანგბადის დაბალი შემცველობა) სისხლს ფილტვებსა და გულში აბრუნებენ. არტერიოვენური მალფორმა თავის ტვინში ხელს უშლის ამ სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესს.

არტერიოვენური მალფორმაცია შეიძლება ჩამოყლაიბდეს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და ხერხემალში გვხვდება. ეს დაავადება იშვიათია და პოპულაციის ერთ პროცენტზე ნაკლებ ადამიანებში გვხვდება.

არტერიოვენური მალფორმაციის მიზეზი უცნობია. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება თანდაყოლილია, თუმცა ზოგჯერ პათოლოგია დაბადების შემდგომაც შეიძლება განვითარდეს. არტერიოვენური მალფორმაცია იშვიათად გადადის გენეტიკურად.

არტერიოვენური მალფორმაციით დაავადებულ ადამიანებს ზოგჯერ ახასიათებთ სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი და ეპილეფსიური ტიპის შეტევები. არტერიოვენური მალფორმაციის აღმოჩენა ძირითადად ხდება სხვა დაავადების დასადგენად გადაღებული თავის ტვინის სურათის განხილვისას შემთხვევით. თუმცა დაავადების დიაგნოსტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლძარღვები გასკდება და იწვევს სისხლდენას(ჰემორაგია) თავის ტვინში.

თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციის დიაგნოზის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები, როგორიცაა თავის ტვინის დაზიანება და ინსულტი.

გამომწვევი მიზეზი

  1. არტერიოვენური ალფორმაციის მიზეზი უცნობია, თუმცა მკლვევარები მიიჩნევენ, რომ ეს პათოლოგია ყალიბდება ნაყოფის განვითარების დროს.
  2. ნორმალურ პირობებში, გული ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს აგზავნის თავის ტვინის მიმართულებით არტერიების საშუალებით. არტერიებში სისხლის დინება ნელდება მაშინ, როდესაც არტერიები გადადის მცირე ზომის სისხლძარღვოვან ქსელში და ბოლოვდება უმცირესი ზომის სისხლძარვებით(კაპილარები). თავის ტვინის ქსოვილებში არსებული კაპილარები თავისი თხელი, ფოროვანი კედლის საშუალებით თავის ტვინს ჟანგბადს აწვდაინ.
  3. უჟანგბადო(დეოქსიგენირებული) სისხლი შემდეგ გადადის მცირე ზომის სისხლძარღვებიდან დიდი ზომის ვენებში რომელიც გამოდის თავის ტვინიდან და სისხლს უბრუნებს გულსა და ფილტვებს რათა ისევ გაიჟღინთოს ჟანგბადით.
  4. არტერიოვენური მალფორმაციის დროს არტერიებს და ვენებს არ გააჩნიათ მცირე ზომის სისხლძარღვები და კაპილარები. ამ პათოლოგიის დროს, სისხლი არტერიებიდან ვენებში პირდაპირ და სწრაფად გადადის, ახლომდებარე ქსოვილების გვერდის ავლით.

სიმპტომები

თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაცია შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს სისხლძარღვების გახეთქვამდე, რაც თავის ტვინში სისხლდენას(ჰემორაგიას) იწვევს. პათოლოგიის შემთხვევების ნახევარში ჰემორაგია დაავადების პირველი ნიშანია.

დაავადებას სისხლდენასთან დაკავშირებული სიმპტომების გარდა შესაძლოა სხვა გამოვლინებები და ნიშნები ახასიათებდეს.

იმ პაციენტების სიმპტომები, რომლებშიც დაავადება სისხლდენის გარეშე მიმდინარეობს:

  • ეპილეფსიური ტიპის შეტევები
  • თავის ან სახის ტკივილი თავის კონკრეტულ არეში
  • კუნთის სისუსტე და გაშეშება სხეულის ერთ-ერთ ნაწილში
  • არტერიოვენური მალფორმაციის ადგილმდებარეობის შესაბამისად, პაციენტებს შესაძლოა უფრო სერიოზული ნევროლოგიური ტიპის სიმპტომები ჰქონდეთ:
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • სისუსტე, გაშეშება ან პარალიზი
  • მხედველობის დაკარგვა
  • გართულებული ლაპარაკი
  • დაბნეულობა ან შეზღუდული შესაძლებლობა, რომ გაუგოს სხვებს.



წონასწორობის მძიმე დაქვეითება

  • სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა გამოვლინება ძირითადად 10-40 წლის ასაკში იწყება. თავის ტვინის არტერიოვენურმა მალფორმაციამ დროთა განმავლობაში შესაძლოა თვის ტვინის ქსოვილი დააზიანოს. ეს პროცესი ნელ-ნელა ვითარდება და შედეგად სიმპტომები ახალგაზრდობაში ვლინდება.
  • შუა ასაკის მიღწევის შემდგომ, თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაცია სტაბილურდებადა ნაკლებად იწვევს სიმპტომებს.
  • სისხლის წნევისა და მოცულობის ცვლილებების გამო, ორსულ ქალებში სიმპტომები უფრო უარეს ფორმებში ვლინდება.
  • არტერიოვენური მალფორმაციის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, გალენის(გვარი) ვენური დეფექტი,იწვევს სიმპტომებს, რომლებიც დაბადევისთანავე ვლინდება. დაავადების ამ ფორმის დროს ჩართული მთავარი სისხლძარღვი იწვევს თავის ტვინში სითხის დაგროვებას და თავის შეშუპებას. სიმპტომები შეიძლება იყოს შესიებული ვენები სკაპლზე, ეპილეფსიური შეტევები, ნორმალური ზრდა-განვითარების დარღვევა და გულის შეგუბებითი უკმარისობა



როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ამჩნევთ თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციის რომელიმე სიმპტომს, როგორიცაა ეპილეფსიური ტიპის შეტევა, თავის ტკივილი და ა.შ. დაავადებით გამოწვეული სისხლდენა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.