ართრიტი

დაავადების აღწერა

ართრიტი ეწოდება ერთი ან რამოდენიმე სახსრის ანთებას. ართრიტის მთავარი სიმპტომებია ტკივილი და გახევება, რომელიც უარესდება ასაკთან ერთად. ართრიტების ყველაზე ხშირი ფორმებია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ოსტეოართრიტი იწვევს ხრტილის დაშლას. ხრტილი არის მაგარი, სრიალა ქსოვილი, რომელიც ფარავს ძვლების დაბოლოებებს იმ ადგილას სადაც იქმნება სახსარი. რევმატოიდული ართრიტი არის დაავადება რომელიც პირველ რიგში აზიანებს სახსრების ზედაპირზე არსებულ ამომფენ ზოლს (სინოვიუმს)/

შარდმჟავას კრისტალები, ინფექციები და დაავადებები, როგორებიცაა ფსორიაზი და მგლურა, ასევე იწვევენ ართრიტის სხვა ტიპებს.

მკურნალობა დამოკიდებულია ართრიტის ფორმაზე. ართრიტის მკურნალობის მთავარი მიზანია სიმპტომების შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

გამომწვევი მიზეზი

ართრიტის ორი მთავარი ტიპი – ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი – სახსრებს სხვადასხვა გზით აზიანებენ

ოსტეოართრიტი
ართრიტის ყველაზე ხშირი ფორმა, ოსტეოართრიტი აზიანებს სახსარში არსებულ ხრტილებს – მაგარ, სრიალა დამცავს, რომელიც მდებარეობს ძვლების დაბოლოებებში. ხრტილის მძიმე დაზიანება იწვევს მის განლევას, რის შედეგადაც ორი ძვალი პირდაპირ ეხება ერთმანეთს. ეს პროცესი იწვევს ტკივილს და შეზღუდულ მოძრაობას. ასეთი ტიპის დაზიანება შესაძლოა განვითარდეს წლების განმავლობაში ან დაჩქარდეს სახსრის დაზიანების და ინფექციის გამო.

რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტის დროს, ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს სახსრის კაფსულის ამომფენ მემრანას, რომელიც ფარავს სახსრის ყველა ნაწილს. ამ ამომფენ ქსოვილში, რომელსაც სინოვიალურ მემბრანას უწოდებენ იწყება ანთება და შესიება. ამ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ხრტილის და ძვლების დაშლა სახსარში.

სიმპტომები

ართრიტის ყველაზე ხშირი სიმპტომები მოიცავს სახსრებს. ართრიტის ფორმების მიხედვით არსებობს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი
  • გახევება, გაშეშება
  • გასიება
  • სიწითლე
  • შეზღუდული მოძრაობა