ასთმა ბავშვებში

დაავადების აღწერა

ბავშვთა ასთმის დროს, ფილტვები და სასუნთქი გზები ანთებით მდგომარეობაშია კონკრეტული ალერგენის კონტაქტისას, როგორიცაა ჰაერის მტვერი. სხვა შემთხვევებში, ასთმა მწვავდება სიცივეში ან რესპირატორული ინფექციის დროს. ბავშვთა ასთმა შესაძლოა ძლიერ, ყოველდღიურ სიმპტომებს იწვევდეს, რაც ხელს უშლის პაციენტს სპორტში, სკოლასა და ძილში. ზოგიერთ ბავშვში, მკურნალობის გარეშე, ასთმა საშიშ შეტევებსაც იწვევს.

ბავშვთა ასთმა არ განსხვავდება მოზრდილთა ასთმისაგან, მაგრამ ბაშვებს აქვთ უნიკალური გამოვლინებები. ბავშვთა ასთმა ყველაზე ხშირი მიზეზია გადაუდებელ განყოფილებებში ვიზიტის, ჰოსპიტალიზაციისა და სკოლის დღეების გაცდენის. სამწუხაროდ, ბავშვთა ასთმა არ იკურნება და სიმპტომები შესაძლოა მოზრდილ ასაკშიც გაგრძელდეს. სწორი მკურნალობით, სიმპტომები კონტროლდება და თავიდან იცილებთ ფილტვების დაზიანებას.

გამომწვევი მიზეზი

ბავშვობის ასთმის გამომწვევი მიზეზები ზუსტად არ არის ცნობილი. ზედმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემის განვითარება ერთ–ერთი ფაქტორია. სხვა ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობა
  • სასუნთქი გზების გარკვეული გადატანილი ინფექციები
  • გარემო–ფაქტორები, როგორიცაა თამბაქო ან დაბინძურებული ჰაერი



იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობა იწვევს გარკვეული ალერგენის კონტაქტის შემდეგ ფილტვებისა და სასუნთქი გზების შესიებას, წარმოიქმნება ლორწო. ალერგიული რეაქცია შესაძლოა დაგვიანდეს, რაც ართულებს გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტიკას. მიზეზები მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს:

  • ვირუსული ინფექცია, როგორიცაა გაციება
  • ჰაერის დაბინძურება, თამბაქოს კვამლი
  • ალერგიები მტვერზე, ცხოველის ბეწვზე, ყვავილის მტვერზე
  • ფიზიკური აქტივობა
  • ამინდის ცვლილებები ან ცივი ჰაერი
  • ზოგჯერ, ასთმის სიმპტომებს ვერ უკავშირებენ მიზეზს.

სიმპტომები

ბავშვთა ასთმისათვის დამახასიათებელი ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხშირი, ხანგამოშვებითი ხველა
  • სტვენითი ხმიანობა ამოსუნთქვისას
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულმკერდის სისავსის შეგრძნება ან დაჭიმვა
  • ტკივილის გულმკერდის არეში, განსაკუთრებით პატარებში



სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძილის დარღვევა სუნთქვის უკმარისობის, ხველის ან სტვენითი სუნთქვის გამო
  • ხველისა და სტვენითი სუნთქვის შეტევა ინფექციის, გაციების, გრიპის დროს
  • რესპირატორული ინფექციით ხანგრძლივი ავადმყოფობა ან ბრონქიტი მას შემდეგ
  • სუნთქვის გაძნელება, რომელიც თამაშში და ვარჯიშში ხელისშემშლელია
  • დაღლილობა, რომელიც შესაძლოა უძილობის ბრალიც იყოს
  • ბავშვთა ასთმის პირველი ნიშანი შესაძლოა იყოს ეპიზოდური სტვენითი სუნთქვა, რომელსაც სასუნთქი გზების ვირუსი იწვევს. როცა ბავშვს ასაკი ემატება, ასთმა ასოცირებულია ალერგიებთანაც.
  • ასთმის სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა ბავშვებში და შესაძლოა შემსუბუქდეს ან გაუარესდეს დროთა განმავლობაში. სტვენითი სუნთქვა დამახასიათებელია, მაგრამ ეს სიმპტომი ყველა ბავშვში არ გვხვდება. თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ნიშანი ან სიმპტომი, როგორიცაა ხველა და გულმკერდის არეში დისკომფორტი.
  • შესაძლოა რთული იყოს, განასხვავოთ ასთმის სიმპტომები სხვა დაავადებებისაგან. პერიოდული ან ხანგრძლივი სტვენითი სუნთქვა და ასთმის სხვა სიმპტომები შესაძლოა ინფექციური ბრონქიტის ან სხვა პრობლემის გამოწვეული იყოს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან რაც შეიძლება მალე, თუ ფიქრობთ, რომ მას ასთმა აქვს.ადრეული მკურნალობა არამარტო ყოველდღიური სიმპტომების გასაკონტროლებლად დაგეხმარებათ, არამედ საშიში ასთმური შეტევების თავიდან ასაცილებლადაც.
დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან, თუ შეამჩნევთ:

  • ხველა, რომელიც ხანგრძლივი ან ეპიზოდურია და უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას
  • სტვენითი ხმიანობა ამოსუნთქვისას
  • სუნთქვის უკმარისობა ან გახშირებული სუნთქვა
  • დაჭიმულობის შეგრძნება გულმკერდის არეში
  • ბრონქიტის ან პნევმონიის განმეორებითი შემთხვევები
  • თუ თქვენს ბავშვს აქვს ასთმა, შესაძლოა დაიჩივლოს, რომ გულმკერდის არეში უცნაური შეგრძნება აქვს, ან სულ ახველებს. ასთმა შესაძლოა გართულდეს ღამით, ამიტომ მოუსმინეთ ხველას, რომელიც ზოგჯერ აღვიძებს ბავშვს. ტირილი, ყვირილი ან ემოციური სტრესი ასევე იწვევს სტვენით სუნთქვასა და ხველას.
  • თუ თქვენს ბავშვს აქვს ასთმის დიაგნოზი, მკურნალობის გეგმის შედგენა დაგეხმარებათ სიმპტომების მონიტორინგში და გეცოდინებათ, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ბავშვს დაეწყო ასთმური შეტევა.
  • როდის მოვითხოვოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება



მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა დაინახოთ ბავშვის გულმკერდისა და გვერდების მოძრაობა შიგნით სუნთქვითი მოძრაობების დროს. ასევე შეიძლება ჰქონდეს სწრაფი გულისცემა, ოფლიანობა და ტკივილი გულმკერდის არეში. დარეკეთ 112–ზე, თუ ბავშვი:

  • ჩერდება შუა წინადადების დროს, რათა ისუნთქოს
  • იყენებს მუცლის კუნთების სუნთქვისას
  • უფართოვდება ნესტოები სუნთქვისას
  • იმდენად ძლიერად ცდილობს ჩაისუნთქოს, რომ მუცელი ნეკნებს შიგნით ექცევა
  • თუ თქვენს ბავშვს არ აქვს ასთმის დიაგნოზი, მაინც გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში. ასთმის ეპიზოდები განსხვავდება სიმძიმით, ასთმის შეტევა შესაძლოა დაიყოს ხველით, რომელიც გადადის სტვენით სუნთქვასა და სუნთქვის გაძნელებაში.