ასთმური შეტევა
დაავადების აღწერა
ასთმური შეტევის დროს შესაძლოა გქონდეთ ხველა, სტვენითი და გაძნელებული სუნთქვა. შეტევა შესაძლოა იყოს მსუბუქი, რომლის სიმპტომებიც სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, ან უფრო ძლიერი. ძლიერი შეტევის დროს სიმპტომები არ ქრება და შესაძლოა საქმე გვქონდეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობასთან.
ასთმური შეტევის სწრაფად შეჩერების ერთადერთი გზა მისი მალე შემჩნევაა. აუცილებლად შეასრულეთ მკურნალობის ის გეგმა, რომელიც ექიმმა მანამდე დაგინიშნათ. ამ გეგმაში უნდა იყოს გაწერილი, რა უნდა მოიმოქმედოთ თუ სიმპტომები სწრაფად გაუარესდა და როგორ აკოტროლოთ ასთმური შეტევა.
გამომწვევი მიზეზი
ზედმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემა სასუნთ გზებს (ბრონქებს) ანთებითს ხდის და იწვევს მათ შესიებას როცა გარკვეულ ფაქტორთან იქნება კონტაქტი. ასთმის გამამწვავებელი ფაქტორები განსხვავდება პაციენტებში. ესენია:
- ყვავილის მტვერი, შინაური ცხოველები, სოკო, ტკიპა
- ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
- თამბაქო
- ვარჯიში
- ცივი და მშრალი ჰაერის სუნთქვა
- გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება
- მრავალი პაციენტისთვის, ასთმის სიმპტომები უარესდება სასუნთქი გზების ინფიცირებისას, მაგალითად გაციების დროს.ზოგ პაციენტს ასთმა უმწვავდება სამუშაო პირობებში არსებული გამაღიზიანებლების გამო. ზოგჯერ, ასთმის შეტევა უცნობი მიზეზით იწყება.
სიმპტომები
ასთმური შეტევის ნიშნები და სიმპტომებია:
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაჭიმულობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა ან სტვენითი სუნთქვა
- პიკ–ფლოუმეტრიაზე გამოვლენილი დაბალი პიკური დინება
- სიმპტომების გაუარესება ინჰალატორის გამოყენების მიუხედავად
- ასთმის გამწვავების ნიშნები განსხვავდება პაციენტებში. ესაუბრეთ ექიმს თქვენი სიმპტომების შესახებ და დაგეგმეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ასთმური შეტევის განვითარების შემთხვევაში.
- თუ სიმპტომები მაინც აგრძელებს გაუარესებას, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების შემდეგ, შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი დახმარება. ექიმი აგიხსნით, როდის დაგჭირდებათ სასწრაფო დახმარება ასთმური გამწვავების დროს.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ასთმა გამწვავდა, მაშინვე დაიწყეთ მკურნალობის იმ საფეხურების განხორციელება, რომელიც ასთმის მკურნალობის გეგმაში თქვენ და თქვენმა ექიმმა გაწერეთ. თუ სიმპტომები და პიკური ამოსუნთქვითი დინება გაუმჯობესდა, სახლის პირობებში მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდება. თუ სიმპტომები უარესდება, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
- როცა ასთმა მწვავდება, გამოიყენეთ სწრაფად მოქმედი ინჰალატორი, ინსტრუქციის მიხედვით. თუ იყენებთ პიკ–ფლოუმეტრიას ასთმის სიმპტომების მონიტორინგისთვის, თქვენი უმაღლესი შედეგის 50–79% დონის მაჩვენებელი ნიშნავს, რომ უნდა გამოიყენოთ სწრაფი მოქმედების ინჰალატორი, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ.
შეამოწმეთ ასთმის საკონტროლო საფეხურები თქვენს ექიმთან
- ასთმა დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ პერიოდულად დაგჭირდებათ მკურნალობის ადაპტირება სიმპტომების უკეთ საკონტროლოდ. თუ ასთმას კარგად არ აკონტროლებთ, შეტევების რისკი დიდია. ფილტვის ანთება ასთმის გამწვავების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
- არ გამოტოვოთ ექიმთან დანიშნული ვიზიტები. თუ რეგულარულად გიმწვავდებათ ასთმა, გაქვთ დაბალი პიკური მაჩვენებლები ან სიმპტომების ცვლილება, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
როდის მოვითხოვოთ სასწრაფო დახმარება
- მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ასთმის ძლიერი შეტევის სიმპტომები ან ნიშნები, როგორიცაა:
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სტვენითი სუნთქვა, განსაკუთრებით ღამით ან ადრე დილით
- სუნთქვის უკმარისობის გამო საუბრის შეზღუდვა მხოლოდ მოკლე წინადადებებით
- მკერდის კუნთების დაჭიმვა სუნთქვის დროს
- პიკ–ფლოუმეტრიაზე გამოვლენილი დაბალი პიკური მაჩვენებელი