ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)

დაავადების აღწერა

ატოპიური დერმატიტი(ეგზემა) არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანის სიწითლე და ქავილი. დაავადება ხშირია ბავშვებში თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. ატოპიური დერმატიტი ხანგრძლივი (ქრონიკული) დაავადებაა რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავებები. დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს თივისმიერი ცხელება ან ასთმა

ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. თუმცა სიმპტომატურ მკურნალობას სახლის პირობებში შეუძლია შეამსუბუქოს ქავილი და პაციენტს თავიდან აარიდოს ახალი გამწვავებები. მაგალითდ, სახლის პირობებში შეგვიძლია მოვერიდოთ უხეშ საპონებს და სხვა გამღიზიანებლებს, გამოვიყენოთ სამედიცინო კრემები და მალამოები ან დავიტენიანოთ კანი

მიმართეთ ექიმს, თუ ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხელს გიშლი ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ძილში.

გამომწვევი მიზეზი

ეკზემის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჯანმრთელი კანი იკავებს ნესტს და იცავს ადამიანს ბაქტერიებისგან, ალერგენებისგან ან სხვა გამღიზიანებლებისგან. ეკზემა ბევრ ფაქტორს უკავშირდება:

  • მშრალი, გაღიზიანებული კანი, რომელიც აქვეითებს კანის დამცავ, ბარიერულ ფუნქციას
  • გენეტიკური ვარიაცები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ კანის დამცავ ფუნქციებზე
  • იმუნური სისტემის მოშლა
  • ბაქტერიები, მაგალითად სტაფილოკოკუს აურეუსი, რომელიც კანზე ქმნის საკუთარ გარსს და ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს
  • გარემო პირობები

სიმპტომები

ატოპიური დერმატიტის სიმპტომები სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია:

  • ქავილი, რომელიც შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი იყოს ღამით
  • წითელი ან მოყავისფრო-ნაცრისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელებზე, ტერფებზე, კოჭებზე, მაჯებზე, კისერზე, მეკრდის ზედა ნაწილზე, ქუთუთოებზე, იდაყვების და მუხლების მოხრის ადგილებზე და ბავშვებში სახეზე და სკალპზე.
  • პატარა ამობურცულობები, რომლიდანაც შესაძლოა ჟონავდეს სითხე და მოიკიდოს ფუფხი ქავილის შედეგად.
  • შესქელებული, მშრალი, ქერცვლადი, დახეთქილი კანი
  • ქავილით გამოწვეული მგრძნობიარე, შესიებული კანი

ატოპიური დერამტიტი ძირითადად იწყება 5 წლამდე და გრძელდება მოზარდობის და ზრდასრულობის პერიოდშიც. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, იგი მწვავდება პერიოდულად, ხოლო შემდეგ წყანრდება გარკვეული დროით, შესაძლოა წლებითაც კი.

ფაქტორები, რომლებიც აუარესებენ ატოპიურ დერმატიტს

ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების უმრავლესობას აგრეთვე აღენიშნებათ ბაქტერია სტაფილოკოკუს აურეუსი კანზე. ეს ბაქტერია ძალიან სწრაფად მრავლდება იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება სითხე კანზე და დარღვეულია კანის მთლიანობა. ამ მდგომარეობას შეუძლია გააუარესოს სიმპტომები, განსაკუთრებით ბავშვებში

ფაქტორები, რომლებიც აუარესებენ ატოპიური დერმატიტის სიმტპომებს:

  • მშრალი კანი, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი, ცხელი აბაზანებიდან ან შხაპებიდან
  • მოფხანვა, რომელიც იწვევს კანის დამატებით დაზიანებას
  • ბაქტერიები და ვირუსები
  • სტრესი
  • ოფლიანობა
  • სითბოსა და ტენიანობის ცვლილებები
  • სხვადასხვა გამხსნელები, საპონები, სარეცხი საშუალებები.
  • შალის ტანსაცმელი, მატყლს საბნები და ხალიჩები
  • მტვერი
  • თამბაქოს მოწევა და ბინძური ჰაერი
  • კვერცხი, რძე, მიწის თხილი, სოიო, თევზი, ხორბალი ბავშვებში და ახალშობილებში

 

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თუ თქვენ გაქვთ ძილის პრობლემები ან მოწყვეტილი ხართ ყოველდღიურ აქტივობებს
  • გტკივათ კანი
  • შეამჩნევთ, რომ გაქვთ კანის ინფექცია (წითელი ზოლები, ჩირქი, ყვითელი დამღიერებები)
  • თქვენ სახლის პირობებში მკურნალობის მიუხედავად ვერ გრძნობთ გაუმჯობესებას
  • თქვენ ფიქრობთ რომ მდგომარეობა ზემოქმედებს თვალებზე და მხედველობაზე

მიიყვანეთ შვილი ექიმთან თუ თქვენ ამჩნევთ ხსენებულ სიმპტომებს ან ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს ატოპიური დერმატიტი.