აუტიზმის სპექტრის აშლილობა
დაავადების აღწერა
აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ბოლო კლასიფიკაციის თანახმად, ერთი დაავადებაა, რომელიც მოიცავს დაავადებათა სპექტრს. ადრე ეს დაავადებები ცალ–ცალკე განიხილებოდა. ესენია: აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, ბავშვობის დეზინტეგრირებული აშლილობა და განვითარების პერვაზიული დარღვევა.
სიტყვა “სპექტრი” ამ დაავადების ჯგუფს სიმპტომებისა და ნიშნების მრავალფეროვნების გამო შეესაბამება. ტერმინი “ასპერგერის სინდრომი” უკვე აღარ გამოიყენება, თუმცა ჯერ კიდევ ხმარებაშია და ასახავს აუტიზმის სპექტრის დაავადების მსუბუქ ფორმას.
აუტიზმის დიაგნოზი უფრო და უფრო მეტ ბავშვს ესმება. უცნობია, რა იწვევს ამ რიცხვის ზრდას, უკეთესი დიაგნოსტიკა, რეალურად დაავადებულთა რაოდენობის მომატება, თუ ორივე.
აუტიზმის სპექტრის დაავადებები არ იკურნება, თუმცა ინტენსიური, ადრეული თერაპია დიდ განსხვავებას იძლევა ბავშვების მომავალი ცხოვრების ხარისხში.
გამომწვევი მიზეზი
- ყველაზე დიდი უთანხმოება აუტიზმთან დაკავშირებით ეხება მის კავშირს ვაქცინაციასთან, განსაკუთრებით წითელა, წითურა, ყბაბურის ვაქცინასთან (წწყ). კვლევების მიუხედავად, არცერთ სანდო მეცნიერს არ დაუმტკიცებია კავშირი აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარებასა და წწყ ვაქცინას შორის.
- ბავშვობის ვაქცინაციების გამოტოვების შემთხვევაში, თქვენი შვილი მძიმე ინფექციური დაავადებებით შეიძლება დაინფიცირდეს, როგორიცაა ყივანახველა, წითელა ან ყბაყურა.
სიმპტომები
- არ პასუხობს საკუთარი სახელით მიმართვაზე ან თითქოს არ ესმის თქვენი ნათქვამი ზოგჯერ
- არ უყვარს ჩახუტება ან დაჭერა და ურჩევნია მარტო თამაში, იკეტება საკუთარ სამყაროში
- არ ამყარებს მხედველობით კონტაქტს და არ აქვს მეტყველი იერი
- არ ლაპარაკობს, ლაპარაკს იწყებს გვიან, ან კარგავს ლაპარაკის იმ უნარსაც, რაც მანამდე ჰქონდა
- არ იწყებს საუბარს ან არ აგრძელებს მას, შეიძლება მხოლოდ რაიმეს მოთხოვნის ან დასახელების მიზნით წამოიწყოს საუბარი
- საუბრობს უჩვეულო ტონით ან რიტმით, შეიძლება გავდეს რობოტის მსგავს ხმას
- იმეორებს სიტყვებს ან ფრაზებს გაუჩერებლად, მაგრამ ვერ იყენებს მათ ადეკვატურად
- ვერ იგებს მარტივ შეკითხვებსა და მითითებებს
- არ გამოხატავს ემოციებს, გრძნობებს და ვერ ხვდება სხვის ემოციებს
- არ მიანიშნებს ნივთებზე ან არ მოაქვს ნივთები გასაზიარებლად
- სოციალური კავშირის დროს პასიური, აგრესიული ან ხელისშემშლელია
- ახასიათებს განმეორებითი მოძრაობები, როგორიცაა რწევა, ბრუნვა, ხელების ქნევა ან ასრულებს იმ მოძრაობებს, რომლითაც ავნებს თავს, როგორიცაა თავის დარტყმა კედელზე
- აყალიბებს სპეციფიკურ რუტინას ან რიტუალს და ღიზიანდება ცვლილების შემთხვევაში
- მოძრაობს გაუჩერებლად
- არ მოსწონს ცვლილება, გიწევთ წინააღმდეგობას
- აქვს კოორდინაციის პრობლემები, როგორიცაა მოძრაობის უცნაური ფორმა,მოუხერხებლობა, ფეხისწვერებზე სიარული, აქვს უჩვეულო, გადაჭარბებული სხეულის ენა
- აოცებს ნივთის დეტალები, როგორიცაა სათამაშო მანქანის ბორბლები, მაგრამ ვერ იაზრებს ნივთის ზოგად სურათს
- შეიძლება იყოს ზედმეტად მგრძნობიარე სინათლეზე, ხმაურზე, შეხებაზე, თუმცა არ აწუხებდეს ტკივილი
- არ ერთვება იმიტაციურ თამაშებში
- ფოკუსირებს ერთ კონკრეტულ ნივთზე ინტენსიურად
- საკვებს ირჩევს უცნაურად, მაგალითად ჭამს მხოლოდ რამდენიმე ტიპის საკვებს ან გარკვეული ტექსტურის საკვებს
- ბავშვები ზოგადად ინდივიდუალური ტენდენციით ვითარდებიან და შეიძლება გარკვეულ სტადიებს წიგნებში აღწრილ დროში ზუსტად ვერ მიაღწიონ. აუტიზმის სპექტრის აშლილობით დაავადებული ბავშვები განვითარების პრობლემებს ძირითადად სიცოცხლის პირველ წელიწადში ავლენენ.
- თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს შესაძლოა ჰქონდეს აუტიზმი, ესაუბრეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები სხვა განვითარებით დაავადებებსაც ახასიათებს. რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია იგი.
- არ გამოხატავს ღიმილს ან ბედნიერ გამომეტყველებას 6 თვემდე
- არ ბაძავს ხმიანობას ან სახის გამომეტყველებას 9 თვემდე
- არ გამოსცემს ბავშვისთვის დამახასიათებელ ხმებს 12 თვემდე
- არ მიუთითებს საგნებზე ან არ გიქნევთ ხელს 14 თვემდე
- არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს 16 თვემდე
- არ თამაშობს იმიტაციურ თამაშებს 18 თვემდე
- არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზებს 24 თვემდე
- კარგავს მეტყველების მანამდე არსებულ უნარებს ნებისმიერ ასაკში