ავასკულური ნეკროზი

დაავადების აღწერა

ავასკულური ნეკროზის დროს სისხლის არასათანადო მომარაგების გამო კვდება ძვლის ქსოვილი. ავასკულური ნეკროზმა, იგივე ოსტეონეკროზმა შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ზომის მოტეხილობები ძვალში და ძვლის ჩამოშლა.

სახსრის მდებარეობის შეცვლის ან მოტეხილობის გამო შესაძლოა ძვლის ნაწილის სისხლით მომარაგება შეწყდეს. ავასკულური ნეკროზი ასევე დაკავშირებულია სტეროიდული მედიკამენტების მაღალი დოზით ხანგრძლივად გამოყენებასთან და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებასთან.

ავასკულური ნეკროზი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. თუმცა ეს დაავადება ყველაზე ხშირად 30-60 წლის პაციენტებში გვხვდება. ადრეულ ასაკში გამოვლენის გამო ავასკულური ნეკროზი ხანგრძლივ მძიმე შედეგებთანაა დაკავშირებული.

გამომწვევი მიზეზი

ავასკულური ნეკროზის დროს სისხლის დინება ძვალში შემცირებული ან შეწყვეტილია. სისხლის შემცირებული მომარაგების მიზეზები:

  • სახსრის ან ძვლის ტარვმა. ტრავმული დაზიანებამ, როგორიცაა სახსრის ამოვარდნა, შესაძლოა დააზიანოს მიმდებარე სისხლძარღვები. სიმსინივნის მკურნალობამ, მაგალითად რადიაციულმა დასხივებამ შეიძლება შეასუსტოს ძვალი და დააზიანოს სისხლძარღვები.
  • ცხიმოვანი ნალექები სისხლძარღვებში. ცხიმს (ლიპიდს) შეუძლია დაახშოს მცირე ზომის სისხლძარღვი და გამოიწვიოს ძვლის მკვებავი სისხლის დინების შემცირება.
  • ზოგიერთი დაავადება. დაავადებებმა, როგორიცაა ნამგლისებრი ანემია ან გოშერის დაავადება, შესაძლოა შეამციროს სისხლის დინება ძვლებში.


 
ავასკულური ნეკროზით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 25 %-ში ძვლებში სისხლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

ავასკულური ნეკროზის საწყის ეტაპებზე პაციენტების დიდ ნაწილს სიმპტომები არ აღენიშნება. მდგომარეობის გაუარესების შედეგად, დაზიანებული სახსარი ხდება მტკივნეული მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე რაიმე სიმძიმე ზემოქმედებს. სახსრის ტკივილი ზოგჯერ წოლის დროსაც იწყება.

ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ასევე მძიმე და ახასიათებს თანდათანობითი განვითარება. ბარძაყთან დაკავშირებული ავასკულური ნეკროზის ტკივილი შესაძლოა მდებარეობდეს საზარდულის, დუნდულის ან თეძოს არეში. ბარძაყთან ერთად, დაავადებაში ჩართული შეიძლება იყოს აგრეთვე მხრები, მუხლები, ხელები და ტერფები.

ზოგიერთ პაციენტს ავასკულური ნეკროზი ორმხრივად უვითარდება-მაგალითად ორივე ბარძაყში ან მუხლებში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება მუდმივი ტკივილი ნებისმიერ სახსარში. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოიტეხეთ ძვალი ან თქვენი სახსრის მდებარეობა არის შეცვლილი