ავტოიმუნური პანკრეატიტი

დაავადების აღწერა

ავტოიმუნური პანკრეატიტი არის ქრონიკული ანთება, რომლს მიზეზი არის ორგანიზმის იმუნური სისტემის შეტევა კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) მიმართ. ავტოიმუნური პანკრეატიტი კარგად რეაგირებს სტეროიდულ თერაპიაზე. არსებობს ამ დაავადების ორი ტიპი: ტიპი 1 და ტიპი 2.

  • პირველი ტიპი, რომელსაც ასევე IgG4-თან დაკავშირებულ პანკრეატიტს უწოდებენ არის ნაწილი IgG4 თან დაკავშირებული დაავადებისა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრ ორგანოს, მათ შორის პანკრეასს, ღვიძლში ნაღველის არხებს, სანერწყვე ჯირკვლებს, თირკმელებს და ლიმფურ კვანძებს აზიანებს.
  • მეორე ტიპის აუტოიმუნური პანკრეატიტი აზიანებს მხოლოდ პანკრეასს, თუმცა ერთ მესამედ შემთხვევებში ამ ფორმით დაავადებულ პაციენტებში აგრეთვე აღინიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება.



ავტოიმუნური პანკრეატიტის ორივე ფორმის მკურნალობა მიმდინარეობს სტეროიდების მეშვეობით. ამ ტიპის თერაპია ბევრ პაციენტში მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას იწვევს.

ავტოიმუნური პანკრეატიტი იშვიათი, ახლად აღმოჩენილი დაავადებაა, რომელიც ექიმებს ხშირად შეცდომით ერევათ პანკრეასის კიბოში. ორივე დაავადებას აქვს მსგავსი სიმპტომები, თუმცა მათუ მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომაც აუცილებელია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა არ იციან ავტოიმუნური პანკრეატიტის ზუსტი მიზეზები, თუმცა როგორც სხვა ავტოიმუნური დაავადებების დროს, ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებს.

სიმპტომები

ავტოიმუნური პანკრეატიტის დადგენა ძალიან რთულია. ხშირად დაავადება ასიმპტომატურად მიმდინარეობს. თუმცა გამოვლინების შემთხვევაში, ავტოიმუნური პანკრეატიტის სიმპტომები ძალიან გავს პანკრეასის კიბოს სიმპტომებს.

პანკრეასის სიმსივნის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მუქი ფერის შარდი
  • ღია ფერის განავალი. განავალი, რომელიც ტივტივებს უნიტაზში.
  • ყვითელი ფერის კანი და თვალები (სიყვითლე)
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილსა და ზურგის შუა ნაწილში
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • სისუსტე ან ძალიან ადვილად დაღლა
  • უმადობა ან კუჭის სისავსის შეგრძნება
  • წონაში კლება გაურკვეველი მიზეზით



ავტოიმუნური პანკრეატიტის ყველაზე ხშირი სიმპტომი (80%-ში) არის უმტკივნეულო სიყვითლე, რაც გამოწვეულია ნაღველის დახშული არხებით. დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს წონაში კლება. ამ დაავადების მქონე ბევრ პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მასები პანკრეასში, რის გამოც ზოგჯერ ექიმები შეცდომით სვამენ სიმსივნის დიაგნოზს.

ავტოიმუნური პანკრეატიტის თითოეული ფორმის სიხშირე მსოფლიოს ს ხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში პაციენტების 80%-ს პირველი ტიპის ავტოიმუნური პანკრეატიტი აღენიშნება.

პირველი ტიპის ავტოიმუნური პანკრეატიტის მქონე პაციენტები ხშირად:

  • ხშირად არიან 60 წელზე მეტი ასაკის
  • არიან მამაკაცები
  • პრობლემები აქვთ ბევრ ორგანოში, მაგალითად ნაღველის არხებში(IgG4-თან დაკავსირებული მასკლეროზებელი ქოლანგიტი), სანერწყვე ჯირკვლებში(IgG-თან დაკავშირებული სიალადენიტი), ან ფილტვებში (IgG-თან დაკავშირებული პულმონური დაავადება)
  • უვითარდებათ რეტროპერიტონიალური ფიბროზი, რომლის დროსაც კუჭისა და ნაწლავების უკანა მხარეს ხდება ჭარბი ფიბროზული ქსოვილის ჩამოყალიბება.
  • აღენიშნებათ ლიმფური კვანძების გადიდება(ლიმფადენოპათია), თიროიდის დაბალი შემცველობა სისხლში(ჰიპოთიროიდიზმი) ან თირკმელების დაავადება
  • მეორე ტიპის ავტოიმუნური პანკრეატიტის მქონე პაციენტები ხშირად:
  • არიან 40 წელზე მეტი ასაკის (უვითარდებათ პირველი ტიპის მქონე პაციენტებზე ერთი ან ორი ათწლეულით ადრე)
  • თანაბრად გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში
  • 30 %-ში თან ახლავს ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი



როდის მივმართოთ ექიმს
ავტოიმუნური პანკრეატიტი ხშირად ასიმპტომატურად მიმდინარეობს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება წონაში გაურკვეველი კლება, ტკივილი მუცლის არეში, სიყვითლე, ან სხვა სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება შეგაწუხონ.