ავტონომური ნეიროპათია
დაავადების აღწერა
ავტონომური ნეიროპათია არ არის სპეციფიური დაავადება. ამ დროს ზიანდება ავტონომური ნერვები. ეს ზიანი არღვევს სიგნალების ნორმალურ მიმოცვლას თავის ტვინსა და ავტონომური სისტემის ნაწილებს შორის, როგორიცაა გული, სისლძარღვები და საოფლე ჯირკვლები. შედეგად შესაძლოა დაქვეითდეს სხეულის იმ ნაწილის ფუნქციები, რომლის ნებითი კონტროლი ადამიანს არ შეუძლია.
ავტონომური ნეიროპათია შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადებების და მდგომარეობების გართულება. ამ დაავადებას ასევე იწვევს ზოგიერთი წამალის გვერდითი მოვლენა. ავტონომური ნეიროპათიის სიმპტომები და მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებზე და დაზიანებულ ნერვებზე.
გამომწვევი მიზეზი
ავტონომურ ნეიროპათიას იწვევს როგორც ბევრი დაავადება, ასევე იმ წამლების გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან. ავტონომური ნეიროპათიის ხშირი მიზეზები:
- პათოლოგიური ცილის დაგროვება ორგანოებში(ამილოიდოზი), რომელიც აზიანებს ორგანოებს და ნერვულ სისტემას.
- ავტოიმუნური დაავადებები, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა ებრძვის საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის ნერვებს. ავტოიმუნური დაავადების მაგალითებია შოგრენის სინდრომი და მგლურა. ავტონომური ნეიროპათია შეიძლება აგრეთვე შედეგი იყოს იმუნური სისტემის შეუსაბამო შეტევით ორგანიზმის მიმართ, რაც გამოწვეულია ზოგიერთი სიმსივნის გამო (პარანეოპლასტიური სინდრომი).
- დიაბეტი, რომელიც არის ავტონომური ნეიროპათიის ყველაზე ხშირი მიზეზი, შეიძლება თანდათანობით აზიანებდეს ნერვებს მთელ სხეულში.
- ნერვების ტრავმული დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია ქირურგიული ჩარევით ან კისრის რადიაციული დასხივებით.
- მკურნალობა ზოგიერთი მედიკამენტით, როგორიცაა სიმსინვის ქიმიოთერაპიის წამლები, ანტიდეპრესანტები და გულის ზოგიერთი მედიკამენტი.
- სხვა ქრონიკული დაავადებები, მაგალითად პარკინსონის დაავადება.
- ზოგიერი ინფექციური დაავადება. ზოგიერთი ვირუსი და ბაქტერია, მაგალითად ბოტულიზმი, კეთრი და დიფტერია.
- თანდაყოლილი დაავადებები. ზოგიერთ თანდაყოლილ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ავტონომური ნეიროპათია.
სიმპტომები
ავტონომური ნეიროპათიის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ავტონომური ნერვული სისტემის რომელი ნაწილია ჩართული დაავადებაში. სიმპტომები:
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლა ფეხზე წამოდგომის დროს, რაც გამოწვეულია სისხლის წნევის სწრაფი დაცემით
- შარდვის პრობლემები, მაგალითად: შარდვის დაწყების გართულება, შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეზღუდვა, რამაც შესაძლოა საშარდე გზების ინფექციები გამოიწვიოს.
- სქესობრივი პრობლემები, მაგალითად: ერექციის მიღწევის და შენარჩუნების გართულება ან ეაკულაციის პრობლემები კაცებში. ხოლო ქალებში შეიძლება აღინიშნებოდეს ვაგინის სიმშრალე, გართულებული აგზნებადობა და ორგაზმი.
- საჭმლის გართულებული მონელება, რაც გამოწვეულია მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევით და კუჭის შიგთავსისგან ნელი დაცლით(გასტროპარეზი). ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი საკვების მიღების შემდეგ სისავსის შეგრძნება, უმადობა, ფაღარათი, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გართულებული ყლაპვა და გულძმარვა.
- ოფლიანობასთან დაკავშირებული პრობლემებიი, როგორიცაა ჭარბი ან შემცირებული ოფლიანობა, რომელიც იწვევს სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევას.
- გუგის ზანტი რეაქცია, რაც ართულებს ნათელიდან ბნელ გარემოში გადასვლასთან შეგუებას. ეს მდგომარეობა იწვევს პრობლემებს ღამით მანქანის ტარებასთან დაკავშირებით.
- ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც გულისცემის სიხშირე არ იცვლება ფიზიკური დატვირთის გაძლიერებასთან ან დაქვეითებასთან ერთადავტონომური ნეიროპათია არის დაავადება, რომელიც ზეგავლენას ახდენს იმ ნერვებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ორგანიზმის უნებლიე ფუნქციებზე, როგორიცაა: გულისცემა, სისხლის წნევა, გაოფლიანება და მონელება.
ავტონომური ნეიროპათია არ არის სპეციფიური დაავადება. ამ დროს ზიანდება ავტონომური ნერვები. ეს ზიანი არღვევს სიგნალების ნორმალურ მიმოცვლას თავის ტვინსა და ავტონომური სისტემის ნაწილებს შორის, როგორიცაა გული, სისლძარღვები და საოფლე ჯირკვლები. შედეგად შესაძლოა დაქვეითდეს სხეულის იმ ნაწილის ფუნქციები, რომლის ნებითი კონტროლი ადამიანს არ შეუძლია.
ავტონომური ნეიროპათია შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადებების და მდგომარეობების გართულება. ამ დაავადებას ასევე იწვევს ზოგიერთი წამალის გვერდითი მოვლენა. ავტონომური ნეიროპათიის სიმპტომები და მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებზე და დაზიანებულ ნერვებზე.
როდის მივმართოთ ექიმს
- მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ თქვენ აღნიშნავთ ავტონომური ნეიროპათიის რომელიმე სიმპტომს. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, დაქვეითებული იმუნური სისტემა ან რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება, ხშირად იარეთ ექიმთან, რათა შეამოწმოთ დაზიანებულია თუ არა რომელიმე ნერვი.
- ამერიკის დიაბეტის ასოციაცია ურჩევს დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტებს, რომ დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან მათ ყოველწლიურად შეიმოწმონ საკუთარი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, უვითარდებათ თუ არა ავტონომური ნეიროპათია. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს ამერიკის დიაბეტის ასოციაცია ურჩევს დიაგნოზიდან ხუთი წლის შემდეგ ყოველწლიურ შემოწმებას ავტონომურ ნეიროპათიაზე.