ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეები
დაავადების აღწერა
ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეები იშვიათი დაავადებებია, რომლებიც ჩნდება ნერვების გარეთა დამცავი შრეების ქსოვილებში. ეს შრეები გრძელდება ზურგის ტვინიდან ნერვის ბოლომდე. ამ კიბოებს ასევე ნეიროფიბროსარკომებსაც უწოდებენ.
ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეები სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია ხელებში, ფეხებსა და ტანის ღრმა ქსოვილებში. კიბო იწვევს ტკივილს, სისუსტეს დაზიანებულ მხარეს და შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც მზარდი ამობურცულობა ან მასა სხეულის რომელიმე ნაწილში.
ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეები უფრო ხშირია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მემკვიდრეობითი დაავადება–ნეიროფიბრომატოზი და ადამიანებში, რომელთაც ჩაიტარეს სხივური თერაპია სხვა კიბოსთვის. ამის მიუხედავად, ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეების მქონე პაციენტების უმრავლესობას არ აქვს ასოცირებული რისკ–ფაქტორები.
ავთვისებიანი პერიფერიული ნერვული სიმსივნეები ტიპიურად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ზოგჯერ ტარდება სხივური და ქიმიოთერაპიებიც.