აზბესტოზი

დაავადების აღწერა

აზბესტოზი ფილტვის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს აზბესტოზის მტვრის ჩასუნთქვა. აზბესტოზის მტვრის ხშირი ჩასუნთქვა იწვევა ფილტვის ქსოვილის დანაწიბურებასა და სუნთქვის უკმარისობას. აზბესტოზის სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე. დაავადების გამოვლინება ხდება აზბესტთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად.

აზბესტი ბუნებრივი მინერალური პროდუქტია რომელიც რეზისტენტულია სიცხის და დაჟანგვის მიმართ. ეს მინერალი წარსულში ხშირად გამოიყენებოდა ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა საიზოლაციო ლენტი, ცემენტი და იატაკის ფილები.

უწინ პაციენტების აზბესტოზით დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი მათი სამუშაო იყო იქამდე, სანამ ამერიკის ფედერალური მთავრობა აზბესტის და მისი პროდუქტების გამოყენებას დაარეგულირებდა 1970-იან წლებში. დღესდღეობით, ამ პროდუქტის მოხმარება მკაცრად არის რეგულირებული. აზბესტოზით დაავადების შანსი ძალიან მცირეა თუ თქვენ გაითვალისწინებთ დამსაქმებლის საფრთხილო პროცედურებს. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების მოსახსნელად.

გამომწვევი მიზეზი

თუ თქვენ აზბესტის მტვერთან გქონდათ ხანგრძლივი შეხება, ეს ბოჭკოები შესაძლოა ჩალაგდეს თქვენს ალვეოლებში- ფილტვში არსებულ მცირე ზომის ტომარისებრ ღრუებში, სადაც ხდება ჟანგბადის და ნახშიროჟანგის გაცვლა სისხლში. აზბესტის ბოჭკოები აღიზიანებს და ანაწიბუროვანებს ფილტვის ქსოვილს, რის შედეგადაც ფილტვი ხევდება. ეს პროცესი სუნთქვის პროცესს აძნელებს.

აზბესტოზის პროგრესირებასთან ერთად ფილტვის ქსოვილის სულ უფრო მეტი ნაწილი განიცდის დანაწიბუროვანებას. ამის შედეგად, ფილტვი იმდენად უმოძრაო და გაშეშებული ხდება, რომ აღარ შეუძლია ნორმალურად შეკუმშვა და გაშლა.

სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს აზბესტოზის ბოჭკოების ფილტვებში დარჩენას და დაავადების დაჩქარებას იწვევს.

სიმპტომები

აზბესტით მოწამვლის ეფექტები ძირითადად პირველი კონტაქტიდან 10-40 წლის შემდეგ ვლინდება. აზბესტოზის სიმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • მუდმივი მშრალი ხველა
  • უმადობა და წონაში კლება
  • ნორმალურზე უფრო განიერი და მრგვალი თითის წვერები და ცერები (ამობურცვა)
  • მკერდის დაჭიმულობა ან ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ გქონიათ შეხება აზბესტთან და აღნიშნავთ პროგრესირებად სუნთვის უკმარისობას, მიმართეთ ექიმს.