B ჯგუფის სტრეპტოკოკი

დაავადების აღწერა

B ჯგუფის სტრეპტოკოკი გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ნაწლავებში და გენიტალური ტრაქტის ქვედა ნაწილებში გვხვდება. B ჯგუფის სტრეპტოკოკი ზრდასრულებში უვნებელია, თუმცა ახალშობილებში მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, რომელსაც B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება ეწოდება.

B ჯგუფის სტრეპტოკოკს აგრეთვე შეუძლია საშიში ინფექციის გამოწვევა რიგი ქრონიკული მდგომარეობის მქონე ზრდასრულებში. ასეთი მდგომარეობებია შაქრიანი დიაბეტი და ღვიძლის დაავადება. ხანშიშესული ადამიანები B სტრეპტოკოკის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

თუ თქვენ ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი ხართ, B სტრეპტოკოკთან მიმართებაში არაფერი გაქვთ სანერვიულო. თუ თქვენ ორსულად ხართ, მესამე ტრიმესტრში ჩაიტარეთ სკრინინგ ტესტი B სტრეპტოკოკზე. თუ თქვენ აღმოგაჩნდებათ B სტრეპტოკოკი, მშობიარობის დროს ანტიბიოტიკურ მკურნალობას შეუძლია ბავშვის დაცვა ინფექციისგან.

გამომწვევი მიზეზი

ბევრი ჯამრთელი ადამიანი ატარებს B ჯგუფის სტრეპტოკოკს ორგანიზმში. B ჯგუფის სტრეპტოკოკი არ ვრცელდება არც სქესობრივად და არც საჭმლითა და წყლის მეშვეობით. თქვენ შეიძლება ორგანიზმში ატარებდეთ B ჯგუფის სტრეპტოკოკს მცირე ხნის განმავლობაში, იგი შეიძლება ქრებოდეს და ჩნდებოდეს ან შეიძლება ბაქტერია ყოველთვის იყოსორგანიზმში.

B ჯგუფის სტრეპტოკოკი შეიძლება მოხვდეს ბავშვში ვაგინალური მშობიარობის დროს თუ ბავშვს შეეხება ან ჩაყლაპავს B სტრეპტოკოკის შემცვლელ სითხეს.

ზოგ ადამიანში, განსაკუთრებით ხანშიშესულებში და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში, ბაქტერიამ შეიძლება უფრო რთული ინფექცია გამოიწვიოს. რატომ ხდება ეს ადამიანების მხოლოდ ერთ ნაწილში უცნობია.

სიმპტომები

ჩვილები

B სტრეპტოკოკის მატარებელი ქალების ახალშობილები ხშირად ჯანმრთელები არიან, თუმცა ის მცირე რაოდენობა, რომელიც B სტრეპტოკოკით დაინფიცირდება მშობიარობის პროცესში, მწვავედ შეიძლება დაავადდნენ.

ჩვილებში, B სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადება შეიძლება ორი ფორმით მიმდინარეობდეს: ადრე განვითარებული და გვიან განვითარები.

ადრე განვითარებული B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება. ბავშვი ავად ხდება დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ, ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხელება
  • კვების გაძნელება
  • ლეთარგიულობა



გვიან განვითარებული B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება. დაავადება ვითარდება მშობიარობიდან 1 კვირა – რამდენიმე თვე პერიოდში, ყველაზე ხშირად პირველ თვეში. ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნებელება
  • ცხელება
  • კვების გაძნელება
  • ლეთარგიულობა
  • გაღიზიანებულობა



ზრდასრულები

ბევრი ზრდასრულის მსგავსად, თქვენც შეიძლება ატარებდეთ B სტრეპტოკოკს თქვენს ორგანიზმში, ყველაზე ხშირად ნაწლავებში, საშოში, სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტში და ყელში. ზრდასრულთა უმეტესობა ბაქტერიის უბრალო მატარებელია და მათ არ უვლინდებათ ნიშნები და სიმპტომები.

ზოგ შემთხვევაში, B ჯგუფის სტრეპტოკოკმა შეუძლია გამოიწვიოს საშარდე ტრაქტის ინფექცია ან უფრო სერიოზული ინფექცია, როგორიცაა სისხლის ინფექცია (ბაქტერემია) და ფილტვების ანთება.

როდის მივმართოთ ექიმს

ზრდასრულობის ასაკში, თუ შეამჩნევთ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ნებისმიერ სიმპტომს, განსაკუთრებით თუ ხართ ორსულად, გაქვთ ქრონიკული დაავადება ან 65 წელს ზემოთ ბრძანდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენს ჩვილს შეამჩნევთ B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების ნებისმიერ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ პედიატრს.