ბადურის ჩამოშლა

დაავადების აღწერა

ბადურის ჩამოშლა წარმოადგენს საგანგებო სიტუაციას, რომლის დროსაც თვალისთვის სასიცოცხლო ქსოვილის ფენა (ბადურა) თვალის უკანა ნაწილში მოწყდება სისხლძარღვებს, რომლებიც მას ამარაგებენ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ბადურის ჩამოშლა ბადურის უჯრედებს ჟანგბადის გარეშე ტოვებს. რაც უფრო ხანგრძლივად დარჩება ჩამოშლილი ბადურა სამედიცინო ჩარევის გარეშე, მით მეტია მხედველობის მუდმივად დაკარგვის რისკი დაზიანებულ მხარეს.

საბედნიეროდ, ბადურის ჩამოშლა, ხშირად, იწვევს საგანგაშო სიმპტომებს. მდგომარეობის ადრეულმა დიაგნოსტირებამ და მკურნალობამ პაციენტს შესაძლოა შეუნარჩუნოს მხედველობა. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გივითარდებათ ბადურის ჩამოშლა, მიმართეთ ოფთალმოლოგს სასწრაფოდ.

გამომწვევი მიზეზი

ბადურის ჩამოშლის მიზეზები:

  • თვალის შემავსებელი, ჟელატინისმაგვარი ნივთიერების(მინისებრი სხეული) შეჭმუხვნა ან შეკუმშვა. პროცესმა შესაძლოა გამოქაჩოს ბადურა და გამოიწვიოს მისი გახევა.
  • ტრავმული დაზიანება
  • დიაბეტის გვიანდელი ეტაპი
  • თვალის ანთებითი დაავადება



როგორ ყალიბდება ბადურის ჩამოშლა

ბადურის ჩამოშლა ვითარდება, როდესაც ჟელატინისებრი ნივთიერება(მინისებრი სხეული) იჟონება ბადურაში გაჩენილ ღრუში და გროვდება მის ქვეშ.

ღრუს გაჩენის მიზეზი:

  • ბადურის გათხელებას სიბერე და ბადურის დაავადებები იწვევენ. ბადურის გახევით გამოწვეული ჩამოშლა, როგორც წესი, გამოწვეულია მინისებრი სხეულის შეჭმუხვნით, რაც განაპირობებს ბადურის გამოქაჩვას.

    მინისებრ სხეულში არსებული სითხე შემდგომ გადადის ბადურაში გაჩენილ ღრუში და იღვრება ახლომდებარე ქსოვილებში. ეს ქსოვილები შეიცავენ სისხლძარღვების შრეს, რომელსაც ქოროიდი ეწოდება. ბადურის მოწყვეტის ადგილას აღარ მიმდინარეობს სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც ამ ნაწილში მხედველობა იკარგება.

  • ზოგიერთი ანთებითი დაავადების ან სხვა მდგომარეობების დროს, სითხე შესაძლოა და გროვდეს ბადურის ქვეშ გახევის გარეშე.



ბადურის გახევა და ჩამოშლა, რომელიც უკავშირდება სიბერეს

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მინისებრი სხეულის აგებულება და იგი შეიძლება შეიჭმუხნოს ან გახეს უფრო თხევადი. საბოლოო ჯამში, მინისებრი სხეული შესაზლოა დაშორდეს ბადურის ზედაპირს. ამ არც თუ ისე იშვიათ მდგომარეობას მინისებრი სხეულის უკანა ნაწილის ჩამოშლა ეწოდება.

ბადურისგან დაცალკევებულმა მინისებრმა სხეულმა შესაძლოა გამოქაჩოს ბადურა თავისკენ და გამოიწვიოს მისი გახევა. სამედიცინო ჩარევის გარეშე, მინისებრ სხეულში არსებული სითხე შესაძლოა გადავიდეს ბადურის უკანა ნაწილში გახევის შედეგად გაჩენილი ღრუს გავლით. შედეგად ვითარდება ბადურის ჩამოშლა.

მინისებრი სხეულის უკანა ნაწილის ჩამოშლა იწვევს მხედველობით სიმპტომებს. პაციენტმა შესაზლოა დაინახოს კაშკაშა ნათებები(ფოტოფსია) თვალების დახუჭვის ან სიბნელეში ყოფნის დროს. მხედველობის ველში შესაძლოა გაჩნდეს ახალი ან განსხვავებული მცურავი, მცირე ზომის ობიექტები.

სიმპტომები

ბადურის ჩამოშლა უმტკივნეულოა, თუმცა მდგომარეობას ახასიათებს საგანგაშო ნიშნები, რომლებიც, ძირითადად, ადრეულ ეტაპებზე ვლინდება. ბადურის ჩამოშლის სიმპტომები:

  • მცირე ზომის მცურავი ობიექტების უცაბედი გაჩენა მხედველობის არეში. ეს ობიექტები აღიქმება, როგორც მცირე ზომის ლაქები, თმები ან ზოლები, რომლებიც ცურავენ მხედველობის არეში
  • უცაბედი ნათებები დაზიანებული თვალის მხედველობის არეში
  • დაჩრდილვის ნაწილი მხედველობის არეში, რომელიც ვითარდება ბადურის ჩამოშლის შედეგად.



როდის მივმართოთ ექიმს

რადგანაც ბადურის ჩამოშლა საგანგებო მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტმა შესაზლოა სრულად დაკარგოს მხედველობა, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ სამედიცინო დახმარების მოთხოვნა.