ბაქტერიული ვაგინოზი
დაავადების აღწერა
ქალებს ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად ნაყოფიერების ასაკში ემართბათ, თუმცა ეს მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს აღმოაჩნდეს. ექიმებმა დაავადების ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა ზოგიერთი მოქმედება ვაგინოზის რისკს ზრდის, მაგალითდ: დაუცველი სექსუალური კავშირი, შხაპის ხშირი მიღება.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
- ვაგინალური თხელი გამონადენი, რომელსაც აქვს მონაცრისფრო, თეთრი ფერი
- უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინა, განსაკუთრებით სექსის შემდგომ
- ქავილი ვაგინის არეში
- წვის შეგრძნება შარდვის დროს
- ქალების დიდ ნაწილს ბაქტერიული ვაგინოზის დროს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება
როდის მივმართოთ ექიმს
თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია თუ გაგივითარდათ ვაგინოზის სიმპტომები და :
- არასოდეს გადაგიტანიათ ვაგინის ინფექცია. ექიმი დაადგენს თქვენი მდგომარეობის მიზეზს. იგი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი შემდგომი სიმპტომების იდენტიფიკაცია
- თქვენ გადაგიტანიათ ვაგინალური ინფექციები, თუმცა მათ განსხვავებული სიმპტომები ახლდა.
- თქვენ გყოლიათ ბევრი სექსუალური პარტნიორი ან გყავთ ახალი პარტნიორი. თქვენ შესაძლოა გქონდეთ სქესობრივად გადამდები ინფექცია. ზოგჯერ, სქესობრივად გადამდები ინფექციების სიმპტომები წააგავს ბაქტერიული ვაგინოზის ნიშნებს.
- თქვენ სახლის პირობებში მკურნალობდით სოკოს ინფექციას და მაინც გაქვთ სიმპტომები, სიცხე ან უსიამოვნო სუნი ვაგინაში.