ბარძაყის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
ბარძაყის მოტეხილობა არის სერიოზული ტრავმა, რომელსაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოყვეს. ბარძაყის მოტეხილობის რისკი იზრდება ასაკთან ერთად.
ხანშიშესულ ადამიანებს ბარძაყის მოტეხილობის უფრო დიდი რისკი აქვთ რადგან ამ ასაკში ძვლები სუსტდება (ოსტეოპოროზი). მრავალ მედიკამენტი, ცუდი მხედველობა და წონასწორობის პრობლემები ზრდის ხანშიშესული ადამიანების წაქცევის და დავარდნის რისკს, რაც ბარძაყის მოტეხილობის ყველაზე ხშირი მიზეზია.
ბარძაყის მოტეხილობას თითქმის ყოველთვის სჭირდება ოპერაცია და ოპერაციის შემდგომ მრავალთვიანი ფიზიკური თერაპია. ძვლივს სიმკვრივის შენარჩუნება და დავარდნის თავიდან აცილება აგარიდებთ ბარძაყის მოტეხილობას.
გამომწვევი მიზეზი
ძლიერ დარტყმას, მაგალითად ავტოავარიის დროს, შეუძლია გამოიწვიოს ბარძაყის მოტეხილობა ნებისმიერ ასაკში. ხანშიშესულ ასაკში ყველაზე ხშირი მიზეზია დგომის პოზიციიდან დავარდნა. სუსტი ძვლების მქონე ადამიანში ბარძაყის მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს უბრალოდ დგომისას.
სიმპტომები
ბარძაყის მოტეხილობის ნიშნები და სიმპტომებია:
- სიარულის შეუძლებლობა დავარდნისთანავე
- მწვავე ტკივილი ბარძაყში ან საზარდულში
- დაზიანებულ მხარეს ფეხზე წონის დაწოლის შეუძლებლობა
- ბარძაყის არეში სიხისტე, სისხლჩაქცევა და შეშუპება
- დაზიანებულ მხარეს მოკლე ფეხი
- დაზიანებულ მხარეს ფეხის გარეთ გატრიალება