ბარძაყის სახსრის ლაბრუმის დაზიანება

დაავადების აღწერა

მენჯ–ბარძაყის სახსარს გარედან აკრავს ლაბრუმი–ხრტილოვანი რგოლი, რომელიც რეზინისებრი კონსისტენციისაა და ჩამკეტი ფუნქცია აქვს– იჭერს ბარძაყის ძვლის თავს მენჯ–ბარძაყის სახსრის მიდამოში.

ათლეტები, რომლებიც მონაწილეობენ ყინულის ჰოკეის, ფეხბურთის, გოლფის სპორტულ სახეობებში ან ბალეტის მოცეკვავეები არიან ყველაზე მაღალი რისკის წინაშე. სტრუქტურული დაზიანებები სახსრის მიდამოში ასევე იწვევს ლაბრუმის დაზიანებას.

გამომწვევი მიზეზი

ლაბრუმის დაზიანების მიზეზებია:

  • ტრავმა. მენჯ–ბარძაყის სახსრის ტრავმა ან დისლოკაცია შესაძლოა საავტომობილო ავარიების ან კონტაქტური სპორტის შედეგად მიიღოთ.
  • სტრუქტურული პათოლოგიები. ზოგიერთი ადამიანი იბადება მენჯ–ბარძაყის სახსრის სტრუქტურული დაავადებით, რაც აჩქარებს სახსრის გაცვეთას და იწვევს დაზიანებებს.
  • განმეორებითი მოძრაობები. სპორტთან დაკავშირებული და სხვა ფიზიკური მოძრაობები, როგორიცაა უეცარი მობრუნება, მოხრა და ა.შ შესაძლოა გახდეს სახსრის დაზიანების მიზეზი.

სიმპტომები

ხშირად, დაზიანება უსიმპტომოა. იშვიათად, პაციენტს უვლინდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ჩამკეტი, გატკაცუნების შეგრძნება მენჯ–ბარძაყის სახსარში
  • ტკივილი საზარდულის არეში ან თეძოში
  • გაშეშება და მოძრაობის შეზღუდვა მენჯ–ბარძაყის სახსარში



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები არ გამოსწორდა ან გაუარესდა 6 კვირის განმავლობაში.