ბართოლინის ჯირკვლის კისტა
დაავადების აღწერა
ხანდახან ამ ჯირკვლების სადინარი დახშობილია, რაც იწვევს სითხის შეკავებას ჯირკვალში. შედეგად ხდება უმტკივნეულო შესიება, რასაც ბართოლინის კისტა ეწოდება. თუ კისტაში არსებული სითხე ინფიცირდა, შესაძლოა ანთებითი ქსოვილის გარშემო ჩამოყალიბდეს ჩირქის გროვა (აბსცესი).
ბართოლინის კისტა იგივე აბსცესი ხშირი პათოლოგიაა. ბართოლინის კისტის მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომაზე, ტკივილის სიძლიერეზე და ინფექციის არსებობაზე.
ზოგჯერ სახლის პირობებში მკურნალობა საკმარისია. ხანდახან კი ბართოლინის ცისტის ქირურგიული დრენაჟია საჭირო. ინფექციის შემთხვევაში ბართოლინის კისტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება.
გამომწვევი მიზეზი
ბართოლინის კისტა შესაძლოა ინფიცირდეს და გამოიწვიოს აბსცესი. ბევრი ბაქტერია, მაგალითად ეშერიხია კოლი ან სქესობრივი გზით გადაცემული ინფექციები: როგორიცაა გონორეა და ქლამიდია შეიძლება იყოს ინფექციის მიზეზი.
სიმპტომები
თუ თქვენ გაქვთ მცირე ზომის, არაინფიცირებული ბართოლინის კისტა, თქვენ შესაძლოა საერთოდ ვერ შეამჩნიოთ იგი. თუ კისტა იზრდება, თქვენ შესაძოა იგრძნოთ ამობურცულობა ან მასა ვაგინის შესასვლელთან. მიუხედავად იმისა რომ კისტა შეიძლება იყოს უმტკივნეულო, ზოგჯერ იგი მტკივნეულია შეხებისას.
ბართოლინის კისტის სრული ინფექცია შესაძლოა რამოდენიმე დღეში განვითარდეს. ინფექციის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს:
- მტკივნეული ამობურცულობა ვაგინის შესასვლელთან
- დისკომფორტი სიარულისას და ჯდომის დროს
- ტკივილი სექსუალური კავშირის დამაყრების დროს
- სიცხე
- ბართოლინის კისტა ან აბსცესი ძირითადად ვაგინის შესასვლელის ცალ მხარეს გვხვდება
როდის მივმართოთ ექიმს
- მიმართეთ ექიმს, თუ მიუხედავად სახლის პირობებში მკურნალობისა(მაგალითად, მტკივნეული ადგილის დასველება ცხელი წყლით), 2-3 დღის შემდეგ თქვენ მაინც აღგენიშნებათ მტკივნეული ამობურცულობა ვაგინის შესასვლელთან. თუ ტკივილი მძიმეა, სასწრაფოდ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.
- დაურეკეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ ახალ ამობურცულობას საშოს შესასვლელთან და ხარტ 40-ზე მეტი ასაკის. იშვიათად მსგავსი ამობურცულობა შესაძლოა უფრო სერიოზულ დაავადებაზე, მაგალითად სიმსივნეზე მიუთითებდეს.