ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა

დაავადების აღწერა

ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა ცნობილია ჰელერის სინდრომის სახელითაც. ეს ძალზედ იშვიათი მდგომარეობაა,რომლის დროსაც ბავშვი ნორმალურად ვითარდება დაახლოებით 2 წლის ასაკამდე, მაგრამ შემდეგ ავლენს სოციალური, კომუნიკაციური და სხვა უნარების მნიშვნელოვან დაქვეითებას.

ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა შედის აუტიზმის სპექტრის დაავადებათა ჯგუფში. თუმცა,აუტიზმისაგან განსხვავებით, ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობის დროს, პაციენტი ნორმალურად ვითარდება ორი წლის ასაკამდე და შემდეგ კარგავს გარკვეულ უნარებს, ბევრად უფრო მძაფრად, ვიდრე აუტიზმის დროს. ასევე, დეზინტეგრაციული აშლილობა უფრო გვიან ვითარდება, ვიდრე აუტიზმი.

ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობის მკურნალობა შედგება მედიკამენტების კომბინაციის, ქცევითი თერაპიისა და სხვა მიდგომებისაგან.

გამომწვევი მიზეზი

ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობის მიზეზი უცნობია. არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევა ამ დაავადების მიზეზის დასადგენად.

სიმპტომები

ბავშვები დეზინტეგრაციული აშლილობით ტიპიურად ავლენენ მანამდე არსებული უნარების მძაფრ დაქვეითებას, მოცემული უნარების ორ ან მეტ ტიპში:

  • ენა, მათ შორის მეტყველების მძიმე დაქვეითება ან საუბრის უუნარობა
  • სოციალური უნარები, მათ შორის სხვებთან ინტერაქციის გართულება
  • თამაში, მათ შორის ინტერესის დაკარგვა გამომგონებლურ თამაშებში და სხვა აქტივობებში
  • მოტორული უნარები, მათ შორის დრამატული შემცირება სიარულის, ცოცვის, ნივთების დაჭერის და სხვა მოძრაობების შესრულების უნარისა
  • დეფეკაციის ან შარდვის კონტროლი, მათ შორის ხშირი უნებლიე შარდვა ბავშვში, რომელიც მანამდე მიჩვეული იყო შეკავებას
  • განვითარების დაქვეითება ხდება სწრაფად, რამდენიმე დღესა და კვირაში ან ნელა, გარკვეული დროის განმავლობაში



როდის მივმართოთ ექიმს
ბავშვები ტიპიურად საკუთარი ინდივიდუალური სიჩქარით ვითარდებიან, მაგრამ გარკვეული უნარების არარსებობა ან დაკარგვა საყურადღებოა. თუ თქვენმა ბავშვმა უცაბედად დაკარგა მანამდე არსებული ენის, სოციალური, მოტორული, თამაშის, ფიქრის (კოგნიტიური) ან შარდვის, კვების უნარი, დაუკავშირდით ექიმს. ასევე, თუ შეამჩნიეთ ასეთი უნარების ნელ–ნელა შემცირების ტენდენცია, ესაუბრეთ ექიმს.