ბეჭდისებური გრანულომა

დაავადების აღწერა

ბეჭდისებური გრანულომა არის კანის პათოლოგია, რომლის დროსაც გვხვდება ბეჭდისებურად განლაგებული ამოწეული, მოწითალო ან კანისფერი კვანძები ხელებსა და ფეხებზე.

ბეჭდისებური გრანულომის მიზეზი უცნობია. ზოგ ადამიანში მისი განვითარება შეიძლება გამოიწვიოს კანის მცირე დაზიანებამ ან გარკვეულმა მედიკამენტმა. ბეჭდისებური გრანულომას ზოგი ტიპი უფრო ხშირად ვითარდება ზრდასრულებში, ხოლო ზოგი – ბავშვებში.

შემთხვევათა უმეტესობაში ბეჭდისებურ გრანულომას არ ახასიათებს ტკივილი და ქავილი, ამიტომ მკურნალობას არ საჭიროებს. კვანძები ძირითადად თავისით ქრება ორი წლის განმავლობაში. თუ კვანძები გაწუხებთ, ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ წამლები, რომლებიც ააჩქარებენ მის გაქრობას.

გამომწვევი მიზეზი

ბეჭდისებური გრანულომის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგ ადამიანში მის გაჩენას იწვევს:

  • ცხოველის ან მწერის ნაკბენი
  • ინფექციები, მათ შორის ჰეპატიტი
  • ტუბერკულინის კანის ტესტი
  • ვაქცინაცია
  • მზესთან კონტაქტი

სიმპტომები

ბეჭდისებური გრანულომას ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე.

  • ლოკალური. ეს არის ბეჭდისებური გრანულომის ყველაზე ხშირი ფორმა. კვანძების საზღვრებს აქვთ რგოლისებური ან ნახევრად-რგოლისებური ფორმა, 5 სანტიმეტრამდე დიამეტრით. იგი ყველაზე ხშირად ვითარდება ახალგაზრდების ქალების ხელებზე, ფეხებზე, მაჯებზე და კოჭებზე.
  • გენერალიზებული. ბეჭდისებური გრანულომას მქონე 15%-მდე პაციენტს აქვთ კვანძები სხეულის დიდ ნაწილზე – მათ შორის ტორსზე, მკლავებზე და ფეხებზე. ამ ტიპს უფრო ხშირად ახასიათებს ქავილი და უფრო ხშირად ვლინდება ზრდასრულებში.
  • კანქვეშა. ბეჭდისებური გრანულომას ეს ტიპი ძირითადად ვითარდება პატარა ბავშვებში და გამონაყრის ნაცვლად იწვევს კანის ქვეშ გამოკვეთილი კვანძის განვითარებას. კვანძის დიამეტრი ძირითადად 3.8 სანტიმეტრზე ნაკლებია.



როდის მივმართოთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს თუ კანზე განგივითარდათ რგოლისებურად განლაგებული კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ქრება.