ბელის დამბლა
დაავადების აღწერა
ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.
უმეტესად, სახის დამბლა დროებითია. სიმპტომები გაუმჯობესდება რამდენიმე კვირაში, ხოლო სრული განკურნება რამდენიმე თვეში მოხდება. პაციენტების გარკვეულ რაოდენობას კი კვლავ აღენიშნება დამბლის გარკვეული სიმპტომები მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად, ბელის დამბლა განმეორებითია.
გამომწვევი მიზეზი
ბელის დამბლის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ უკავშირდება ვირუსულ ინფექციას. სავარაუდოდ, გამომწვევი ვირუსებია:
- სახისა და გენიტალიების ჰერპესი (ჰერპეს სიმპლექსი)
- ჩუტყვავილა და სირსველი (ჰერპეს ზოსტერი)
- მონონუკლეოზი (ეფშტეინ–ბარი)
- ციტომეგალოვირუსი
- სასუნთქი გზების ვირუსები (ადენოვირუსი)
- წითურა
- ყბაყურა
- გრიპი
- ხელის–ფეხისა და პირის ღრუს დაავადება (კოქსაკივირუსი)
- ბელის დამბლის დროს, სახის კუნთების ნერვები, რომლებიც ძვლის წვრილ ნახვრეტში გადიან სახემდე, ანთებული და შესიებულია, სავარაუდოდ ვირუსული ინფექციის გამო. სახის კუნთების გარდა, ნერვი აკონტროლებს ცრემლდენას, ნერწყვდენას, გემოს აღქმას და შუა
- ყურის პატარა ძვალს.
სიმპტომები
ბელის დამბლის ნიშნები და სიმპტომები სწრაფად ჩნდება და მოიცავს:
- სისუსტის სწრაფი დაწყება, ტოტალური პარალიზი სახის ცალ მხარეს, რამდენიმე საათი ან დღე
- სახის მოდუნება და მიმიკის გართულება, თვალის დახუჭვის ან ღიმილის გართულება
- ნერწყვდენა
- ყბის გარშემო ან ყურის უკან დაზიანებულ მხარეს ტკივილი
- მომატებული მგრძნობელობა ხმაურზე დაზიანებულ მხარეს
- თავის ტკივილი
- გემოს შეგრძნების დაქვეითება
- ცრემლისა და ნერწყვის წარმოქმნილი რაოდენობის ცვლილება
- იშვიათად, სახის დამბლა ორივე მხარეს ნერვებს ეხება.
როდის მივმართოთ ექიმს
- მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ, თუ პარალიზის ნიშნები გაქვთ, რადგან ეს შესაძლოა ინსულტის გამოვლინება იყოს. ბელის დამბლას არ იწვევს ინსულტი.
- მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სახის სისუსტე ან მოდუნება, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და დაავადების სიმძიმე.