ბერგერის დაავადება
დაავადების აღწერა
ბერგერის დაავადება იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ხშირია ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. დაავადება ძირითადად 40 წლამდე მამაკაცებს ეხება, თუმცა შემთხვევები იმატებს ქალებშიც.
თითქმის ყველა, ვისაც აქვს ბერგერის დაავადება, მწეველია ან მოიხმარს თამბაქოს სხვა ფორმით (საღეჭი). თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა. იმ ადამიანებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, ხშირად ჭირდებათ კიდურის ამპუტაციის ოპერაციის ჩატარება.
გამომწვევი მიზეზი
შემცირებული დინების გამო კანი ხელებსა და ფეხებში ვერ იღებს საკმარის ჟანგბადსა და ნივთიერებებს. ეს იწვევს ბერგერის დაავადების სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა ტკივილი, სისუსტე თითებში, რომელიც ვრცელდება მთელ კიდურებზე.
სიმპტომები
ბერგერის დაავადების სიმპტომებია:
- ტკივილი ქვედა ან ზედა კიდურებში, რომელიც ქრება და ჩნდება. ამ ტიპის ტკივილი ძირითადად კიდურების დატვირთვის დროს გვხვდება და ქრება მოსვენებისას (კლაუდიკაცია).
- ვენის ანთება კანქვეშ (სისხლის შედედების გამო)
- სიცივეში თითებისა და ფეხის თითების გაფერმკრთალება (რეინოს ფენომენი)
- მტკივნეული წყლულები თითებზე და ფეხის თითებზე
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს , თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ბერგერის დაავადების ნიშნები და სიმპტომები.