Blastocystis hominis ინფექცია

დაავადების აღწერა

Blastocystis hominis (ბლასტოცისტის ჰომინის) მიკროსკოპული პარაზიტია, რომელიც ზოგჯერ აღმოჩნდება ჯანმრთელი ადამიანის განავალში, ან ფაღარათის, მუცლის ტკივილისა და მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემების დროს. ბლასტოცისტით ინფიცირებულ მდგომარეობას ბლასტოცისტოზი ეწოდება.

მკვლევარებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, რა როლი აქვს ამ პარაზიტს ინფექციის განვითარებაში. ბლასტოცისტის ზოგიერთ ქვეტიპს მეტად ახასიათებს სიმპტომატური ინფიცირება, ან მხოლოდ მაშინაა დაკავშირებული რისკებთან, როცა სხვა ტიპის ინფექციას ერთვის თან. ზოგჯერ, ბლასტოცისტის ორგანიზმი უბრალოდ არსებობს მომნელებელ სისტემაში, ზიანის გარეშე.

ბლასტოცისტოზის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს და ძირითადად, ინფექცია თავად გაივლის. თუ სიმპტომები და ნიშნები დროულად არ გამოსწორდება, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ გარკვეული მედიკამენტები.

გამომწვევი მიზეზი

ორგანიზმი, რომელიც ადრე უვნებელ საფუარად მიაჩნდათ, დადგინდა, რომ პარაზიტია. Blastocystis hominis ერთუჯრედოვანი მიკროსკოპული ორგანიზმია (პროტოზოა). პროტოზოას ზოგიერთი ტიპი ხშირად არსებობს მომნელებელ სისტემაში ზიანის მიყენების გარეშე ან მონელების ფუნქციაში დამხმარე მიზნით, თუმცა სხვა ტიპები იწვევენ დაავადებებს.

არის თუ არა Blastocystis hominis ის ტიპი, რომელიც დაავადებას იწვევს, სადავოა. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს Blastocystis hominis სისტემაში, არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი, თუმცა ორგანიზმი აღმოჩენილია ისეთ პაციენტებშიც, რომელთაც აქვთ ფაღარათი და სხვა პრობლემები. რადგანაც Blastocystis hominis ხშირად თანაარსებობს სხვა ორგანიზმებთან ერთად, მეცნიერებმა არ იციან, იწვევს თუა რა ბლასტოცისტისი დაავადებას, თუ უბრალოდ თან ახლავს დაავადების გამომწვევ სხვა აგენტებს.

ასევე შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ადამიანი ინფექციის მატარებელია და არ აქვს სიმპტომი, ხოლო სხვები მეტად მიდრეკილნი არიან დაავადების განვითარებისაკენ.

პროტოზოები ხშირად საჭმლის მომნელებელ სისტემაში ორალურ–ფეკალური გზით ხვდებიან, მაგალითად დეფეკაციის შემდეგ ხელების არდაბანა და შემდეგ საკვების მიღება ან მომზადება. ზუსტად არაა ცნობილი, როგორ გადაეცემა Blastocystis hominis, თუმცა სავარაუდოა რომ იმავე ფეკალურ–ორალური გზით გავრცელდეს. ცნობილია, რომ ამ დაავადების რაოდენობა ხშირია იმ ადგილებში, სადაც სანიტაციისა პერსონალური ჰიგიენის ნორმები უხეშად ირღვევა.

სიმპტომები

ბლასტოცისტოზთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • ფაღარათი
  • გულისრევის შეგრძნება
  • მუცლის კრუნჩხვითი მოვლა
  • მუცლის შებერვა
  • მომატებული აირები ნაწლავებში
  • ანალური ქავილი
  • უმადობა
  • წონაში კლება
  • დაღლილობა



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ფაღარათი, მუცლის მოვლა ან სხვა ასოცირებული სიმპტომი გაგრძელდა სამ დღეზე მეტხანს.