ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)

დაავადების აღწერა

ბლეფარიტი ქუთუთოების ანთებაა. ბლეფარიტი ძირითადად ქუთუთოს იმ ნაწილს მოიცავს, რომელიც წამწამების ზრდასთანაა დაკავშირებული. ანთება ხშირად ეხება ორივე ქუთუთოს.

ბლეფარიტი ხშირად წამწამების ძირში არსებული მცირე ზომის ცხიმოვანი ჯირკვლების საცობებით დაბლოკვის გამო ხდება. ეს იწვევს თვალების გაღიზიანებასა და შეწითლებას. რამდენიმე დაავადება ან მდგომარეობა ასევე იწვევს ბლეფარიტს.

ბლეფარიტი ხშირად ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის მკურნალობაც ადვილი არ არის. ვიზუალურად და დისკომფორტის თვალსაზრისით, ბლეფარიტი შემაწუხებელი მდგომარეობაა, მაგრამ იგი ძირითადად არ აზიანებს მხედველობას და არ არის გადამდები.

გამომწვევი მიზეზი

ბლეფარიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდო ფაქტორებია:

  • სებორეული დერმატიტი– ქერტლი სკალპსა და წარბებზე
  • ბაქტერიული ინფექცია
  • დაბლოკილი ან დისფუნქციური ცხიმოვანი ჯირკვლები ქუთუთოებზე
  • როზაცეა– კანის მდგომარეობა, რომელიც ასოცირებულია სახის სიწითლესთან
  • ალერგიები, მათ შორის თვალის მედიკამენტებზე, კონტაქტური ლინზების ხსნარებზე ან მაკიაჟზე
  • წამწამის ტკიპა ან ბაღლინჯო

სიმპტომები

ბლეფარიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თვალების აცრემლება
  • წითელი თვალები
  • ქვიშისებრი, წვის შეგრძნება თვალებში
  • წამწამების გაცხიმოვნება
  • წამწამების ქავილი
  • წითელი, შესიებული ქუთუთოები
  • კანის აქერცვლა თვალების გარშემო
  • ქერქი წამწამებზე გაღვიძებისას
  • ქუთუთოების შეწებება
  • ხშირი დახამხამება
  • ზემგრძნობელობა სინათლეზე
  • წამწამების არასწორი ზრდა
  • წამწამების გაცვენა

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ცდილობთ ბლეფარიტის მკურნალობას ჰიგიენის უკეთ დაცვით, ხშირი გაწმენდით, მაგრამ შედეგი არ არის, მიმართეთ ექიმს.