ბოქვენის ტილი

დაავადების აღწერა

ბოქვენის ტილი წარმოადგენს მცირე ზომის მწერს, რომელიც ბინადრობს ადამიანის გენიტალიების არეში. ბოქვენის ტილი განსხვავდება თავის ან ტანის ტილისაგან. ბოქვენის ტილის ზომა 1,6 მილიმეტრი ან ნაკლებია. ეს მწერი ფორმით ზღვის კიბორჩხალას გავს.

ბოქვენის ტილის გადადების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კონტაქტია. ბავშვებში, ბოქვენის ტილი ზოგჯერ წარბებსა და წამწამებში გვხვდება და შესაძლოა სექსუალური ძალადობის ნიშანიც იყოს. ზოგჯერ, ბავშვებში ბოქვენის ტილი მშობლებთან ერთად ერთ საწოლში ძილის გამო ჩნდება.

ბოქვენის ტილი იკვებება სისხლით და ნაკბენი ხასიათდება ძლიერი ქავილით. მკურნალობა მოიცავს ურეცეპტო კრემებსა და ლოსიონებს, რომლებიც კლავენ პარაზიტებსა და ანადგურებენ მათ კვერცხებს.

გამომწვევი მიზეზი

ბოქვენის ტილები ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით. უფრო იშვიათად, ტილების გადადება შესაძლებელია თეთრეულით, პირსახოცით ან ტანსაცმლით.

სიმპტომები

თუ გაქვთ ბოქვენის ტილები, შესაძლოა აღგენიშნოთ ძლიერი ქავილი გენიტალიებზე. ბოქვენის ტილი არ ბინადრობს სკალპზე, მაგრამ შესაძლოა გავრცელდეს თმით დაფარულ სხვა რეგიონებში, როგორიცაა:

  • ფეხები
  • გულმკერდი
  • იღლია
  • წვერი ან ულვაში
  • წარბი ან წამწამი, ხშირად ბავშვებში
  • როდის მივმართოთ ექიმს



მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ურეცეპტო კრემები არ გშველით
  • ორსულად ხართ
  • განვითარდა კანის დაზიანება ქავილის გამო