ბრტყელი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზი

დაავადების აღწერა

ბრტყელი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზი ვითარდება ბრტყელი ჭიების კვერცხებით ან ლარვებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შედეგად. კვერცხების ჩაყლაპვის შემთხვევაში ისინი შეიძლება გამოვიდნენ ნაწლავების გარეთ და წარმოქმნან ლარვული ცისტები სხეულის ქსოვილებში და ორგანოებში (ინვაზიური ინფექცია). თუ ლარვებს გადაყლაპავთ, ისინი ნაწლავში გარდაიქმნებიან ზრდასრულ ბრტყელ ჭიებად (ნაწლავური ინფექცია)

ზრდასრული ბრტყელი ჭია შედგება თავისგან, კისრისგან და სეგმენტების ჯაჭვისგან, რომლებსაც პროგლოტიდები ეწოდება. როდესაც გაქვთ ნაწლავების ბრტყელი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზი, ბრტყელი ჭიები თავით ემაგრებიან ნაწლავის კედელს, პროგლოტიდები კი ზომაში იზრდებიან და კვერცხებს წარმოქმნიან. ზრდასრულ ბრტყელ ჭიას შეუძლია მასპინძლის ორგანიზმში 30 წლამდე იცოცხლოს. ნაწლავის ინფექცია ხშირად მსუბუქია, თუმცა ინვაზიურ ლარვულ ინფექციას სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია.

გამომწვევი მიზეზი

ბრტყელი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზი იწყება ბრტყელი ჭიის კვერცხების ან ლარვების გადაყპალვის შემდეგ.

კვერცხების გადაყლაპვა. ბრტყელი ჭიების კვერცხები გვხვდება დაინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის განავალში. დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღებისას ყლაპავთ მიკროსკოპულ კვერცხებს. მაგალითისთვის, ბრტყელი ჭიებით დაინფიცირებული ღორი განვალში გამოყოფს კვერცხებს, რომელიც ნიადაგში რჩება. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ დაბინძურებული წყაროდან წყლის დალევით. ნაწლავში მოხვედრის შემდეგ კვერცხები გარდაიქმნება ლარვებად. ლარვებს მოძრაობის უნარი აქვთ. ნაწლავიდან გამოსვლის შემთხვევაში ისინი წარმოქმნიან ცისტებს სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ღვიძლში.

ლარვული ცისტებით დაბინძურებული ხორცის ან კუნთოვანი ქსოვილის მიღება. ბრტელი ჭიებით დაინფიცირებულ ცხოველს ლარვები აქვს კუნთოვან ქსოვილში. თუ დაინფიცირებული ცხოველის უმ ან თერმულად დაუმუშავებელ ხორცს შეჭამთ, თქვენ ჩაყლაპავთ ლარვებს, რომლებიც ნაწლავში გარდაიქმნებიან ზრდასრულ ბრტყელ ჭიებად. ზრდასრული ბრტყელი ჭია შეიძლება 15 მეტრზე გრძელი იყოს და მასპინძელ ორგანიზმში 30 წელზე მეტი იცოცხლის. ზოგიერთი ბრტყელი ჭია ემაგრება ნაწლავის კედელს და იწვევს მის გაღიზიანებას და ანთებას, სხვები კი განავალთან ერთად გამოდიან სხეულიდან.

სიმპტომები

ნაწლავის ჰელმინთოზის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები. სიმპტომები დამოკიდებულია ბრტყელი ჭიის ტიპზე და მის ადგილმდებარეობაზე. ინვაზიური ინფექციის სიმპტომები დამოკიდებულია ლარვების მიგრაციის ადგილზე.

ნაწლავური ინფექცია

ნაწლავური ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევა
  • სისუსტე
  • მადის დაკარგვა
  • მუცლის ტკივილი
  • ფაღარათი
  • წონაში კლება და საკვები ნივთიერებების დაქვეითებული შეწოვა
  • ინვაზიური ინფექცია
  • თუ ბრტყელი ჭიის ლარვები გამოვლენ ნაწლავიდან და წარმოქმნიან ცისტებს სხვა ქსოვილებში, ისინი გამოიწვევენ ორგანოების და ქსოვილების დაზიანებას. ნიშნები და სიმპტომებია:
  • ტემპერატურის მომატება
  • ცისტური მასები ან ამობურცულობები
  • ლარვებზე ალერგიული რეაქცია
  • ბაქტერიული ინფექციები
  • ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის გულყრები




როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ბრტყელი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზის ნიშნები ან სიმპტომები.