ბრტყელტერფიანობა

დაავადების აღწერა

ბრტყელტერფიანობა ვითარდება მაშინ, როდესაც ტერფის ქვედა ნაწილის თაღი არის ბრტყელი, რის შედეგადაც ფეხისგულები სიარულის ან დგომის დროს ეხება ქვემოთ არსებულ ზედაპირს.

ბრტყელტერფიანობა ხშირი და უმტკივნეულო დაავადებაა, რომელიც ვითარდება ტერფის თაღების არასათანადო ჩამოყალიბების დროს ბავშოვბაში. სხვა შემთხვევებში, ბრყელტერფიანობის მიზეზი ასაკით გამოწვეული ქსოვილოვანი ცვლილება ან ტრავმული დაზიანებაა.

ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ იწვევს კოჭისა და მუხლების პრობლემებს, რადგან ცვლის ქვედა კიდურების ფორმას. ტკივილის არარარსებობის შემთხვევაში, ბრტყელტერფიანობის მკურნალობა საჭირო არ არის.

გამომწვევი მიზეზი

ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ბრტყელტერფიანობა ნორმალურია, რადგან ტერფის თაღს, ამ პერიოდში, არ აქვს დასრულებული ჩამოყალიგება. უმეტესი ადამიანის შემთხვევაში თაღი მთელი ბავშვობის განმავლობაში ყალიბდება, თუმცა ნაწილში თაღი შესაზლოა საერთოდ არ ჩამოყალიბდეს. ეს ტერფის ფორმის ნორმალური მრავალფეროვნებაა, ასე რომ ბრტყელი ტერფის მქონე ადამიანებს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ შემდგომში პრობლემები.

ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება მოქნილი ბრტყელტერფიანობა, რომლის დროსაც თაღი თვალსაჩინოა თითისწვერებზე დადგომის დროს, თუმცა ქრება მთლიან ტერფზე დაბრუნებისას. ბავშვების უმრავლესობაში მოქნილი ბრტყელტერფიანობის პრობლემა ქრება ასაკის მატებასთან ერთად.

თაღი შესაძლოა დაბრტყელდეს დროთა განმავლობაში. ასაკის მატებასთან ერთად, მყესი, რომელიც მოთავსებულია კოჭში, და ეხმარება თაღს სიმყარის შენარჩუნებაში, სუსტდება და იწვევს ტერფის სიბრტყელეს.

სიმპტომები

ბრტყელი ტერფის მქონე ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა ზოგიერთ პაციენტს აქვს ტერფის ტკივილი, განსაკუთრებით თაღისა და ქუსლის ადგილებში. ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს ფიზიკური დატვირთვის პირობებში. კოჭის შგიგნითა ნაწილის გასწვრივ ზოგჯერ მიმდინარეობს შესიება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება ტერფის ტკივილი.