ბუნიონები
დაავადების აღწერა
ბუნიონი ძვლოვანი წანაზარდია, რომელიც იქმნება სახსარზე, ფეხის ცერა თითთან. ბუნიონის წარმოქმნა ხდება ფეხის ცერა თითის მიერ შემდეგ თითზე ზეწოლისას, როცა ცერას სახსარი გარეთ გამოიწევა და დიდდება. ბუნიონის დამფარავი კანი შესაძლოა შეწითლებული და მტკივნეული იყოს.
მჭიდრო, ვიწრო ფეხსაცმლის ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ან დაამძიმოს ბუნიონი. ბუნიონი ასევე ჩნდება სტრუქტურული დეფექტის, ფეხის დატვირთვის ან სხვა დაავადების გამო, როგორიცაა ართრიტი.
მცირე ზომის ბუნიონები (ბუნიონეტი) შეიძლება ფეხის მცირე თითებზეც გაჩნდეს.
გამომწვევი მიზეზი
ბუნიონი ჩნდება, როცა წონის შესაბამისი წნევა ნაწილდება არასწორად ტერფის სახსრებსა და მყესებზე. ეს დისბალანდი იწვევს ცერა თითის სახსრის არასტაბილურობას, რაც სახსარს დეფექტურ ფორმასა და ადგლიმდებარეობას სძენს.
ექსპერტები ვერ თანხმდებიან, ვიწრო ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს ბუნიონს თუ უბრალოდ ართულებს მას. სხვა შესაძლო მიზეზებია:
- ტერფის მემკვიდრეობითი ფორმა
- ტერფის დაზიანება, ტრავმა
- თანდაყოლილი დეფორმაციები
ბუნიონი შესაძლოა ახლდეს გარკვეული ტიპის ართრიტებს, განსაკუთრებით ანთებით ტიპებს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. სამსახურეობრივი სპეციფიკა და ფეხსაცმლის ფორმა ასევე მნიშვნელოვანია ბუნიონის განვითარებაში.
სიმპტომები
ბუნიონის ნიშნები და სიმპტომებია:
- ფეხის ცერა თითის ქვედა ნაწილის (სახსრის) გადიდება და გადაადგილება გარეთ
- შესიება, სიწითლე ან მტკივნეულობა სახსრის გარშემო
- კანის გასქელება სახსართან
- ძვლოვანი რქები ან კალუსები– ხშირად ვითარდება თუ ფეხის თითები ერთმანეთს ედება
- მუდმივი ან ხანგამოშვებითი ტკივილი
- ფეხის ცერა თითის შეზღუდული მოძრაობა
როდის მივმართოთ ექიმს
ხშირად ბუნიონი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, თუმცა მიმართეთ შესაბამის ექიმს (ორთოპედს) თუ გაქვთ:
- მუდმივი ტკივილი ცერა თითზე ან ფეხში
- შესამჩნევი გამობერილობა სახსარში
- შეზღუდული მოძრაობა ცერა თითში ან ტერფში
- ბუნიონის გამო შესაბამისი ზომის ფეხსაცმლის პოვნის სირთულე