ბურსიტი
დაავადების აღწერა
ბურსიტი მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც აზიანებს მცირე ზომის, სითხით სავსე სასახსრე ჩანთებს. ეს სასახსრე ჩანთები ამცირებენ ხახუნის ძალას სასხსრებთან მდებარე ძვლებს, მყესებს და კუნთებს შორის. სასახსრე ჩანთების ანთება ბურსიტს იწვევს.
ბურსიტის ყველაზე ხშირი ადგილმდებარეობა არის მხარი, იდაყვი და ბარძაყი. თუმცა ბურსიტი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს მუხლში, ქუსში და ფეხის ცერა თითის ფუძეში. ბურსიტი ძირითადად იმ სახსრებში ვითარდება, რომლებიც ხშირ, განმეორებად მოძრაობებს ასრულებენ.
მკურნალობა ძირითადად მიმართულია დაზიანებული სახსრის დასვენებაზე და მისი შემდგომი დაზიანებისგან თავის არიდებაზე. უმეტეს შემთხვევაში, ბურსიტით გამოწვეული ტკივილი სწორი მკურნალობის შემთხვევაში რამოდენიმე კვირის შემდგომ მსუბუქდება, თუმცა მორეციდივე ბურსიტების რიცხვი დიდია.
გამომწვევი მიზეზი
ბურსიტის ყველაზე ხშირი მიზეზებია განმეორებითი მოძრაობები ან პოზიციები, რომლებიც აღიზიანებენ სასახსრე ჩანთას სახსრის გარშემო. მაგალითდ:
- ბეისბოლის ბურთის სროლა ან თავს ზემოთ რაიმე სიმძიმის რეგულარულად აწევა
- იდაყვებზე ხანგრძლივად დაყრდნობა
- მუხლებზე ხანგრძლივად დადგომა, მაგალითად იატაკის ხეხვის დროს
- ხანგრძლივი ჯდომა, განსაკუთრებით მყარ ზედაპირზე
სხვა მიზეზები: ტრავმა დაზიანებული ჩანთის არეში, ანთებითი ართრიტი, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექცია.
სიმპტომები
Iთუ თქვენ გაქვთ ბურსიტი, დაზიანებული სახსარი შესაძლოა:
- იყოს მტკივნეული დაგახევებული
- მოძრაობისას ან ზეწოლისას ძლიერდებოდეს ტკივილი
- გამოიყურებოდეს, როგორც შეშუპებული და წითელი
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- სახსრის ტკივილი გიზღუდავთ მოძრაობას
- ტკივილი გრძელდება ერთ-ორ კვირაზე მეტ ხანს
- აღინიშნება დიდი ზომის შეშუპება, სიწითლე, ჩალურჯება ან გამონაყარი დაზიანებულ ადგილას
- ბასრი ან გამჭოლი ტკივილი, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს
- სიცხე