ბუსუსოვან–უჯრედიანი ლეიკემია

დაავადების აღწერა

ბუსუსოვან-უჯრედიანი ლეიკემია არის იშვიათი, ნელა მზარდი სისხლის სიმსივნე, რომლის დროსაც ძვლის ტვინი წარმოქმნის B ლიმფოციტებს ჭარბ რაოდენობას. B ლიმფოციტები უჯრედებია, რომლებიც გვეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში.

ეს ჭარბი B უჯრედები პათოლოგიურები არიან და მიკროსკოპის ქვეშ ბუსუსებიანი შეხედულება აქვთ. ლეიკემიური უჯრედების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება ჯანმრთელი სისხლის თეთრი უჯრედები, წითელი უჯრედები და თრომბოციტები.

ბუსუსოვან-უჯრედიანი ლეიკემია უფრო ხშირად გვხვდება კაცებში, ვიდრე ქალებში და ყველაზე ხშირად ვლინდება საშუალო ხნის ან ხანშიშესულ ადამიანებში.

ბუსუსოვან-უჯრედიანი ლეიკემია ქრონიკულ დაავადებად ითვლება რადგან იგი ბოლომდე არასდროს ქრება, თუმცა მკურნალობას შეუძლია მრავალწლიანი რემისიის მიღწევა.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია რა იწვევს ბუსუსოვან-უჯრედიან ლეიკემიას.

ექიმებმა იციან, რომ სიმსივნე ვითარდება უჯრედების დნმ-ში დარღვევების შედეგად. ბუსუსოვან-უჯრედოვანი ლეიკემიის შემთხვევაში, დნმ-ის მუტაციები იწვევენ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიდან ჭარბი რაოდენობის B უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ. ექიმებმა არ იციან რა იწვევს ბუსუსოვან-უჯრედოვანი ლეიკემიის გამომწვევ დნმ-ის მუტაციას.

სიმპტომები

ზოგ ადამიანს არ უვლინდება ბუსუსოვან-უჯრედოვანი ლეიკემიის არცერთი ნიშანი და სიმპტომი და მისი აღმოჩენა შეიძლება შემთხვევით მოხდეს სხვა დაავადებისთვის ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგად.

სხვა შემთხვევებში ბუსუსოვან-უჯრედიანი ლეიკემიის მქონე ადამიანებს უვლინდებათ სიმპტომები, რომლებიც ჰგავს ბევრ სხვა დაავადებას და მდგომარეობას. ეს სიმპტომებია:

  • სავსეობის შეგრძნება მუცელში, რომლის გამოც რამდენიმე ლუკმაზე მეტს ვერ ჭამთ
  • დაღლილობა
  • სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება
  • განმეორებადი ინფექციები
  • სისუსტე
  • წონაში კლება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.