ცელიაკის დაავადება

დაავადების აღწერა

ცელიაკია არის იმუნური რეაქცია საკვებში შემავალ პროდუქტ გლუტენზე. გლუტენი გვხვდება მარცვლეულ კულტურებში, როგორიცაა ხორბალი, ჭვავი ან ქერი.

თუ გაქვთ ცელიაკია, გლუტენის მიღება გამოიწვევს იმუნური სისტემის პასუხს წვრილ ნაწლავში. დროთა განმავლობაში, ეს რეაქცია იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც აზიანებს წვრილი ნაწლავის კედელს და ხელს უშლის საკვების შეწოვას (მალაბსორბცია).

ნაწლავური დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს წონაში კლებით, შებერილობით და ზოგჯერ ფაღარათით. გარკვეული დროის შემდეგ, ტვინი, ნერვული სისტემა, ძვლები, ღვიძლი და სხვა ორგანოები განიცდიან საკვები ნივთიერების ნაკლოვანებას და შიმშილს.

ბავშვებში, შეწოვის პრობლემამ შესაძლოა ზრდა–განვითარების შეფერხება გამოიწვიოს. ნაწლავური გაღიზიანება ვლინდება ტკივილით, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ.

ცელიაკია არ არის განკურნებადი, მაგრამ სწორი, გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დაცვა ხელს უწყობს ნაწლავების აღდეგანასა და თავიდან გარიდებთ სიმპტომებს.

გამომწვევი მიზეზი

ცელიაკიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა აყალიბებს რეაქციას ნაწლავში მოხვედრილი გლუტენის წინააღმდეგ, ზიანდება ნაწლავების უჯრედების მცირე ზომის გამონაზარდები (ხაოები). ეს გამონაზარდები მონაწილეობენ ვიტამინების, მინერალების და სხვა საკვები ნივთიერებების

შეწოვაში. ნორმაში, ხაოები წააგავს რბილი იატაკის ნაჭერს, რომელსაც მრავალი გამონაზარდი აქვს. დაზიანების შემდეგ, ხაოები ბრტყელდება და ემსგავდება ჩვეულებრივ იატაკს. შედეგად, ორგანიზმი ვეღარ შეიწოვს საჭირო ნივთიერებებს საკმარისად. 

მეიოს კლინიკისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუსის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 141 დან 1 ადამიანს აშშ–ში აქვს ცელიაკია, თუმცა დაავადება ხშირად ვერ დიაგნოსტირდება. ცელიაკია ყველაზე ხშირი თეთრკანიანებშია. 

გარკვეული გენების ცვლილებები (მუტაციები) ზრდიან ცელიაკიის განვითარების რისკს, მაგრამ მუტაციების ქონა არ ნიშნავს, რომ დაავადებული ხართ, რაც სავარაუდოდ მიუთითებს სხვა ფაქტორების როლზე. 

ზოგჯერ ცელიაკიას იწვევს ან ააქტიურებს ქირურგიული ჩარევა, ორსულობა, მშობიარობა, ვირუსული ინფექცია ან ემოციური სტრესი.

სიმპტომები

ცელიაკიის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკიის კლასიკური ნიშანი ფაღარათი და წონის დაკლებაა, პაციენტების უმრავლესობა არ ავლენს ან მცირედ ავლენს მომნელებელი სისტემის სიმპტომებს. ცელიაკიით დიაგნოსტირებული ადამიანების მხოლოდ ერთი მესამედი უჩივის დიარეას, ხოლო ერთი მეორედი წონის კლებას.

დაავადებულების ოც პროცენტს აწუხებს ყაბზობა, ათი პროცენტი კი ჭარბწონიანია.

მომნელებელი სისტემის პრობლემებთან ერთად, აღინიშნება სხვა ნიშნები და სიმპტომები:

  • ანემია, ძირითადად რკინადეფიციტური
  • ძვლების სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი) ან დარბილება (ოსტეომალაცია)
  • გამონაყარი კანზე, ქავილი (ჰერპეტიფორმული დერმატიტი)
  • კბილის ემალის დაზიანება
  • თავის ტკივილი და დაღლილობა
  • ნერვული სისტემის დაზიანება, როგორიცაა დაბუჟება, გრძნობის დაკარგვა ხელებში, ფეხებში, შესაძლოა ახლდეს ბალანსის პრობლემებიც
  • სახსრების ტკივილი
  • ელენთის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოსპლენიზმი)
  • მჟავას რეგურგიტაცია (რეფლუქსი) და გულძმარვა
  • ბავშვები
  • დაავადებული ბავშვების 75% ჭარბწონიანია. მომნელებელი სისტემის პრობლემებს უჩივის მათი 20–30%, თუმცა სიმპტომების და ნიშნების მრავალფეროვნება აღინიშნება ასაკის შესაბამისად.



ჩვილებში, ცელიაკიის ტიპიური ნიშნები და სიმპტომებია:

  • ქრონიკული დიარეა
  • შესიებული მუცელი
  • ტკივილი
  • ზრდის შეფერხება, წონაში კლება


 
უფრო მოზრდილ ბავშვებში გვხვდება:

  • დიარეა
  • ყაბზობა
  • არასრული ზრდა
  • გარდატეხის ასაკის დაგვიანება
  • ნეიროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერატიურობის სინდრომი, სწავლის უუნარობა, თავის ტკივილი, კუნთების კოორდინაციის რღვევა
  • ჰერპეტიფორმული დერმატიტი
  • ჰერპეტიფორმული დერმატიტი ცელიაკიისთვის დამახასიათებელი გამონაყარია კანზე, რომელსაც ახლავს ქავილი. გამონაყარი ძირითადად გვხვდება იდაყვებზე, მუხლებზე, ტანზე, სკალპსა და დუნდულებზე.
  • ჰერპეტიფორმული დერმატიტი ხშირად ასოცირდება წვრილი ნაწლავის კედლის დაზიანებასთან, ცელიაკიის მსგავსად, თუმცა ზოგჯერ დაზიანება უსიმპტომოა.
  • ჰერპეტიფორმული დერმატიტის მკურნალობა ხშირად მოიცავს გლუტენისაგან თავისუფალ დიეტას და მედიკამენტებს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დიარეა და მონელების დისკომფორტი, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გაწუხებთ. მიმართეთ პედიატრს, თუ თქვენი ბავშვი ფერმკრთალი, გაღიზიანებულია, აქვს ზრდის შეფერხება, დიარეა, უჩვეულოდ უსიამოვნო სუნის დიდი მოცულობით განავალი.

აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს, სანამ დაიწყებთ გლუტენის ამოღებას საკვებიდან. თუ შეწყვეტთ გლუტენის მიღებას, სანამ ცელიაკიის დიაგნოზი დაისმება, შესაძლოა ტესტის შედეგები არასწორი იყოს.

ცელიაკია ხშირად ოჯახობრივად გვხვდება. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ცელიაკია, კითხეთ ექიმს, უნდა გაიაროთ თუ არა ტესტირება. კითხეთ ექიმს ტესტის შესახებ მაშინაც, თუ ოჯახის წევრს აქვს ცელიაკიის განვითარების რისკ–ფაქტორი დაავადება, როგორიცაა პირველი ტიპის დიაბეტი.