ცელულიტი (კანის ბაქტერიული ინფექცია)
დაავადების აღწერა
ქვედა კიდურები ყველაზე ხშირად ზიანდება ცელულიტით, თუმცა ინფექცია შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, სახის ჩათვლით. ცელულიტი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ ზედაპირულად ან მოედოს ღრმა ქსოვილებს, როგორიცაა ლიმფური კვანძები და სისხლი.
მკურნალობის გარეშე, გავრცელებული ინფექცია შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს. აუცილებელია დროული სამედიცინო ჩარება სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.
გამომწვევი მიზეზი
ცელულიტი სხეულის ნებისმიერ ნაწილში ჩნდება, მაგრამ ყველაზე ხშირია ქვედა კიდურზე. ბაქტერია შეაღწევს კანზე არსებული დაზიანების გამოყენებით, მაგალითად ახლად გადატანილი ოპერაციის, გაჭრის, ჭრილობის, წყლულის, სოკოვანი ინფექციის, დერმატიტის დროს.
გარკვეული ტიპის მწერებისა და ობობების ნაკბენს ასევე გადააქვს ბაქტერია, რომელიც იწყებს ინფექციას. ბაქტერია კანის გამომშრალ, აქერცლილ, შესიებულ ზედაპირებში უკეთ ვრცელდება.
სიმპტომები
შესაძლო ნიშნები და სიმპტომები ძირითადად სხეულის ერთ ნაწილში ვითარდება. ესენია:
- კანის წითელი კერა, რომელიც დიდდება
- შესიება
- მტკივნეულობა
- ტკივილი
- სითბო
- ცხელება
- წითელი ლაქები
- ჩირქოვანი გამონაყარი
- კანის ჩაღრმავება
როდის მივმართოთ ექიმს
მნიშვნელოვანია ცელულიტის დროული აღმოჩენა და მკურნალობა, რადგან ინფექცია სწრაფად ვრცელდება.
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ:
- გაქვთ წითელი, შესიებული, მტკივნეული გამონაყარი ან გამონაყარი სწრაფად იცვლება
- გაქვთ ცხელება
- მიმართეთ ექიმს შეძლებისდაგვარად იმ დღესვე, თუ:
- გაქვთ წითელი, შესიებული, მტკივნეული გამონაყარი, რომელიც ვრცელდება მაგრამ არ გაქვთ სიცხე