ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი მალფორმაციები
დაავადების აღწერა
ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი მალფორმაციები იშვიათი პათოლოგიებია, რომლებიც ეხება ნერვულ სისტემაში არსებულ ვენებს, არტერიებსა და მათ მემბრანებს.
ტიპები
მალფორმაციების ტიპებია:
- არტერიოვენური მალფორმაციები. ასეთი ქალაშიდა მალფორმაცია წარმოადგენს სისხლძარღვთა გროვას ტვინში.
- კაპილარული ტელანგიექტაზია. კაპილარული ტელანგიექტაზია მცირე ზომის, გაფართოებული სისხლძარღვებია.
- კავერნოზული მალფორმაცია არის პათოლოგიური ფორმის სისხლძარღვთა გროვა, რომელიც წააგავს მცირე ზომის კენკროვან მარცვალს და იქმნება თავის ტვინში ან ზურგის ტვინში.
- დურალური არტერიოვენური ფისტულა– პათოლოგიური კავშირი არტერიებს, ტვინის მაგარ გარსსა (დურა) და ვენებს შორის.
- ზურგის ტვინის არტერიოვენური მალფორმაცია– სისხლძარღვების პათოლოგიური გროვა ზურგის ტვინში ან მის მიმდებარედ.
- ვენური მალფორმაციები– გადიდებული ვენები თავის ტვინში ან ზურგის ტვინში.