ცერის ართრიტი
დაავადების აღწერა
ცერის ართრიტი ხშირია ასაკთან ერთად და ვითარდება ცერის სახსრის შემადგენელი ძვლების ხრტილების გაცვეთის გამო.
ცერის ართრიტმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ძალის და მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, რის გამოც ძნელდება ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორებიცაა სახელურის გადაწევა ან ქილის თავსახურის მოხსნა.მკურნალობა მოიცავს მედიკამენტების და თაბაშირის კომბინაციას. მწვავე ცერის ართრიტს შეიძლება ოპერაცია დაჭირდეს.
გამომწვევი მიზეზი
ცერის ართრიტი ხშირად ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად. ცერის სახსრის ტრავმას და დაზიანებას აგრეთვე შეუძლია გამოწივიოს ცერის ართრიტი.
ცერის ჯანმრთელ სახსარში, ძვლების კიდეებზე მდებარეობს ხრტილები, რომლებიც ეხმარებიან ძვლებს ერთმანეთზე რბილად ისრიალონ. ცერის ართრიტის დროს ეს სახსრები იცვთება, მისი გლუვი ზედაპირი კი ხისტდება. შედეგად ძვლები ერთმანეთს ეხახუნებიან, რაც იწვევს ტკივილს და სახსრის დაზიანებას.
სახსრის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს არსებული ძვლის კიდეში ახალი ძვლის წარმოქმნა, რაც გამოვლინდება ცერის სახსარში გამობერილობით.
სიმპტომები
ცერის ართრიტის პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომი ტკივილია. ტკივილი შეიძლება განვითარდეს ცერის ფუძეში საგნის აღებისას ან ძალის დატანებისას.
სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- შეშუპება, სიხისტე და მგრძნობელობის მომატება ცერის ფუძეში
- დაქვეითებული ძალა საგნების მოჭერისას და აღებისას
- მოძრაობის დიაპაზონის შემცირება
- ცერის ფუძეში არსებული სახსრის ზომაში გაზრდა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძლივი შეშუპება, სიხისტე ან ტკივილი ცერის ფუძეში.