ცერკარიოზი
დაავადების აღწერა
ცერკარიოზი არის ქავილით მიმდინარე გამონაყარი, რომელიც ვითარდება ბუნებაში ცურვის შემდეგ. აგრეთვე ცნობილი, როგორც ‘მოცურავის ქავილი’, ცერკარიოზი ყველაზე ხშირია როგორც ტბებში და გუბეებში, აგრეთვე მარილიან წყლებში.
ცერკარიოზი არის კანში შემოჭრილი პარაზიტების საწინააღმდეგო ალერგიული რეაქცია. ეს პარაზიტები ცხოვრობენ წყალთან ახლოს მყოფ ცხოველებში. ადამიანები არ არიან შესაფერისი მასპინძლები, რის გამოც პარაზიტები კანში შემოჭრიდან მალევე კვდებიან.
ცერკარიოზი ხანმოკლე მიმდინარეობით ხასიათდება. გამონაყარი თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ქავილის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით.
ცერკარიოზის გამონაყარი მოგვაგონებს წითელ მუწუკებს და ბებერებს. იგი დაინფიცირებულ წყალში ბანაობიდან რამდენიმე წუთში ან დღეში ჩნდება.
ცერკარიოზი ხშირად მხოლოდ კანის იმ ნაწილზე ვითარდება, რომელიც არ იყო დაფარული ტანსაცმლით. ცერკარიოზის ნიშნები და სიმპტომები პარაზიტთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უარესდება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ცურვის შემდეგ გაჩენილი გამონაყარი არ გაქრება 1 კვირაში. აგრეთვე მიმარეთ ექიმს თუ გამონაყარი ჩირქოვანია. შეიძლება მოგიწიოთ დერმატოლოგთან ვიზიტი.
გამომწვევი მიზეზი
ცერკარიოზის გამომწვევი პარაზიტები ცხოვრობენ წყალთან ახლოს მცხოვრები ცხოველების სისხლში. ზოგიერთი მათგანია:
- იხვები
- ბატები
- თოლია
- თახვი
- ონდანტრა
პარაზიტების კვერცხება მასპინძლის განავალთან ერთდ გამოდის წყალში. ჩიტების, ცხოველების და ადამიანების დაინფიცირებამდე გამოჩეკილმა პარაზიტებმა აუცილებლად უნდა იცხოვრონ რაღაც დროის განმავლობაში ლოკოკინაში. ეს ლოკოკინები ნაპირთან ახლოს ცხოვრობენ, რაც ხსნის იმ ფაქტს, რომ ინფექციების უმეტესობა ზერელე წყლებში ვითარდება.
ცერკარიოზი ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.