ჩანასახოვანი სიმსივნეები
დაავადების აღწერა
ჩანასახოვანი სიმსივნეები ვითარდება ჩანასახოვანი უჯრედებიდან. იგი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. ჩანასახოვანი სიმსივნეების უმეტესობა სათესლეების და საკვერცხეეების სიმსივნეებია.
ზოგიერთი ჩანასახოვანი სიმსივნე უცნობი მიზეზით ვითარდება სხეულის სხვა ნაწილში, მაგალითად მუცელში, ტვინში და გულმკერდში. სათესლისა და საკვერცხის გარეთ განვითარებული ჩანასახოვანი სიმსივნე ძალიან იშვიათია.
ჩანასახოვანი სიმსივნეები კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას და ბევრი მათგანისგან განკურნება შეიძლება, გვიან სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაშიც კი.