ჩარგ-სტრაუსის სინდრომი
დაავადების აღწერა
ჩარგ-სტრაუსის სინდორმის ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ასთმა, თუმცა სინდრომმა შესაძლოა მრავალგვარი პრობლემა შექმნას, მათ შორის გამოიწვიოს როგორც თივისმიერი ცხელება, აგრეთვე გასტროინტესტინალური სისხლდენა, ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა ხელის მტევნის და ტერფების არეში. სიმპტომათა მრავალფეროვნება და სხვა დაავადებების გამოვლინებებთან მსგავსება ართულებს სინდრომის დიაგნოზის დასმას.
ჩარგ-სტრაუსის სინდრომი იშვიათი დაავადებაა და არ იკურნება. თუმცა სტეროიდების და იმუნიტეტის დამთრგუნველი ძლიერი წამლების მეშვეობით ექიმს შეუძლია აკონტროლოს თქვენი სიმპტომები.
გამომწვევი მიზეზი
ზოგიერთ პაციენტს ჩარგ-სტრაუსის სინდრომი უვითარდება ასთმის ან სხვა ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლის- მონტელუკასტის მიღებისას. დაავადება ზოგჯერ ვითარდება მაშნაც, როდესაც პაციენტი დაბალი დოზის ორალური სისტემური სტეროიდებით მკურნალობიდან გადადის ინჰალაციურ სტეროიდებზე. თუმცა, ჩარგ-სტრაუსის სინდრომსა და რომელიმე მედიკამენტს შორის კავშირის დამტკიცება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.
სიმპტომები
ჩარგ-სტრაუსის სინდრომი, რომელსაც აგრეთვე ალერგიულ გრანულომატოზს უწოდებენ, ძალიან მრავალფეროვანი დაავადებაა. ზოგიერთს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, დანარჩენებს კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჰქონდეთ. არსებობს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის სამი ეტაპი. სამივეს ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა სამივე ფაზა ყოველთვის არ გვხვდება პაციენტებში და თუ გვხვდება, ხშირად მათი თანმიმდევრობა დარღვეულია. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც დაავადების აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპებზე ხდება, სანამ ვითარდება სერიოზული დაზიანება.
ჩარგ-სტრაუსის სინდორმის ეტაპები:
ალერგიული ფაზა
ეს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის პირველი ეტაპია. მას ახასიათება მრავალი ალერგიული რეაქცია, მათ შორის:
- ასთმა. სინდრომის პირველი ნიშანი, ასთმა ყალიბდება სხვა სიმპტომების დაწყებამდე 3-9 წლით ადრე. დაავადების მქონე იმ პაციენტებში, ვისაც უკვე აქვს ასთმა, სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს და საჭირო გახდეს სტეროიდები. ზოგიერთ პაციენტს უვითარდება გვიანი ასთმა. ასთმა, თუნდაც მოგვიანებით ხცოვრებაში, აუცილებლად არ მიუთითებს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის არსებობაზე.
- თივისმიერი ცხელება(ალერგიული რინიტი). ეს დაავადება აზიანებს ცხვირის ლორწოვან მემბრანებს და იწვევს თხევად გამოდანენს ცხვირიდან, ცემინებასა და ქავილს.
- სინუსური ტკივილი და ანთება(სინუსიტი). თქვენ შესაძლოა გაგივითარდეს ტკივილი სახის არეში და ცხვირის პოლიპები, რომლებიც არიან რბილი, კეთილთვისებიანი წანაზარდები. ისინი ქრონიკული ანთების შედეგად ჩნდებიან.
ეოზინოფილური ეტაპი
- ეოზინოფილი სიხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას ზოგიერთ ინფექციასთან გამკლავებაში. ნორმალურ პირობებში, ეოზნოფილები სისხლის საერთო თეთრი უჯრედების რაოდენობის მცირე პროცენტს წარმოადგენენ, თუმცა ჩარგ-სტრაუსის სინდრომის დროს, ეოზინოფილების არანორმალურად მაღალი შემცველობა(ჰიპერეოზინოფილია) აღინიშნება სისხლსა და ქსოვილებში, სადაც ისინი იწვევენ სერიოზულ დაზიანებას
- ჰიპერეოზინოფილიის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნაწილია ორგანიზმისა დაზიანებული. პროცესში ყველაზე ხშირად ჩართულია ფილტვები და საჭმლის მომნელებელი სისტემა-მათ შორის კუჭი და საყლაპავი.
ჰიპერეოზინოფილური ფაზის სიმპტომები:
- სიცხე
- უმადობა
- წონაში კლება
- ასთმა
- დაღლილობა
- ხველა
- ტკივილი მუცლის არეში
- გასტროინტესტინალური სისხლდენა
სისხლძარღვოვანი ფაზა
- ჩარგ-სტრაუსის სინდრომის მთავარი დამახასიათებელი ნიშაინ არის სისხლძარღვების მძიმე ანთება(ვასკულიტი). სისხლძარღვების შევიწროების გზით, ანთება ამცირებს სისხლის მიწოდებას სიცოცხლისთვის აუცილებელ ორგანოებსა და ქსოვილებში. ასეთი ორგანოებია: კანი, გული, პერიფერიული ნერვული სისტემა, კუნთები, ძვლები და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაძლოა ჩართული იყოს თირკმელიც.
- ამ ფაზის დროს, პაციენტი თავს არაკომფორტულად გრძნობს და აღინიშნება მოულოდნელად წონაში კლება, გასიებული ლიმფური კვანძები, სისუსტე და დაღლილობა.
ორგანოების დაზიანების მიხედვით პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს:
- გამონაყარი კანზე
- სახსრების ტკივილი და შესიება
- ძლიერი ტკივილი ,მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელის მტევნებსა და ტერფებზე(პერიფერიული ნეიროპათია)
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში
- ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- სუნთქვის უკმარისობ(დისპნეა), რომელიც გამოწვეულია ასთმით ან გულის შეგუბებითი უკმარისობით
- სისხლის ამოხველება(ჰემოპტიზი)
- მკერდის ტკივილი
- არარეგულარული გულისცემა
- სისხლიანი შარდი(ჰემატურია)
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ სიმპტომები, როგორიცაა გართულებული სუნთქვა, თხევადი გამონადენი ცხვირიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი მუდმივია და ახლავს ტკივილი სახის არეში. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ასთნა ან თივისმიერი ცხელება, რომელიც გაუარესდა უცაბედად. ჩარგ-სტრაუსის სინდრომი იშვიათია და არ არის გამორიცხული, რომ სიმპტომებს შესაძლოა სხვა მიზეზი ჰქონდეთ, თუმცა საჭიროა, რომ ექიმმა შეაფასოს და დაადგინოს ის.