ჭიპის თიაქარი

დაავადების აღწერა

ჭიპის თიაქარი ვითარდება, რომდესაც ნაწლავის ნაწილი გამოდის მუცლის კუნთების ჭიპის ხვრელში. ჭიპის თიაქარი ხშირი და უვნებელი პრობლემაა. იგი ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვილებში, თუმცა იგი შეიძლება ზრდასრულებშიც შეგვხვდეს. ჩვილებში ჭიპის თიაქარი შეიძლება განსაკუთრებით შესამჩნევი იყოს ტირილის დროს, რადგან ამ დროს ჭიპი გარეთ იბერება. ეს ჭიპის თიაქრის კლასიკური ნიშანია.

ბავშვებში, ჭიპის თიაქარი ჩვეულებრივ თავისით იხურება 1-2 წლის ასაკში, თუმცა ზოგიერთს შეიძლება მეტი ხანი დასჭირდეს. თუ ჭიპის თიაქარი 4 წლისთვის არ გაქრება ან ზრდასრულობის ასაკში განვითარდება, გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

ორსულობის დროს, ჭიპლარი გაივლის ბავშვის მუცლის კუნთებში არსებულ პატარა ხვრელში. როგორც წესი ეს ხვრელი დაბადების შემდეგ იხურება. თუ მუცლის შუა ნაწილში კუნთები ბოლომდე არ შეერთდებიან, წარმოიქმნება სუსტი წერტილი, რომლიდანაც მომავალში შეიძლება განვითარდეს ჭიპის თიაქარი.

ზრდასრულებში, მუცლის გადაჭარბებულმა ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ჭიპის თიაქარი. ზრდასრულებში შესაძლო მიზეზებია:

  • სიმსუქნე
  • მრავალშვილიანი ორსულობა
  • სითხის დაგროვება მუცლის ღრუში (ასციტი)
  • წარსულში ჩატარებულია მუცლის ოპერაცია
  • ქრონიკული პერიტონეული დიალიზი

სიმპტომები

ჭიპის თიაქარი იწვევს პატარა შესიებას ან გამობერილობას ჭიპის ახლოს. ბავშვის ჩიპის თიაქარი შეიძლება მხოლოდ ტირილის, გაჭინთვის და ხველების დროს იყოს შესამჩნევი. გამობერილობა შეიძლება გაქრეს როდესაც ბავშვი წყნარადაა ან ზურგზე წევს.

ჭიპის თიაქარი ბავშვობის ასაკში უმტკივნეულოა. ზრდასრულობის ასაკში განვითარებულმა ჭიპის თიაქარმა შეიძლება მუცლის დისკომფორტი გამოიწვიოს.

როდის მივმართოთ ექიმს

გაესაუბრეთ პედიატრს თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს ჭიპის თიაქარი აქვს. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ ბავშვს აქვს ჭიპის თიაქარი და:

  • იგი ტკივილშია
  • იგი იწყებს პირღებინებას
  • გამობერილობა ხდება მგრძნობიარე, შესიებული ან ფერშეცვლილი



იგივე ვრცელდება ზრდასრულებზეც. მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გამობერილობა ჭიპთან ახლოს. სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება თუ გამობერილობა მტკივნეული ან მგრძნობიარე გახდება. დროული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ გართულებების თავიდან არიდებაში.