ჩოგბურთელის იდაყვი
დაავადების აღწერა
ჩოგბურთელის იდაყვი (ეპიკონდილური აკროოსტეოპათია, ტრავმული ეპიკონდილიტი, ეპიკონდდისპლაზია, მხრის ძვლის გარეთა ზედაროკის ტრავმული პერიოსტიტი) არის მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება იდაყვის მყესების გადატვირთვისას, განსაკუთრებით მხრის და მაჯის განმეორებითი მოძრაობების შესრულებისას.
სახელისდა მიუხედავად, ჩოგბურთელის იდაყვის შემთხვევების უმეტესობა არ ვითარდება ჩოგბურთელებში. ჩოგბურთელის იდაყვი ხშირად უვითარდებათ სანტექნიკებს, მხატვრებს, დურგლებს და ყასბებს.
ჩოგბურთელის იდაყვის დროს ტკივილი ძირითადად გვხვდება წინამხრის კუნთების მყესების იდაყვითან მიმაგრების ადგილას. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს წინამხარში და მაჯაში.
ჩოგბურთელის იდაყვის ტკივილი მსუბუქდება მოსვენების და ტკივილგამაყუჩებლების შედეგად. თუ კონსერვატიული მკურნალობა არ გაჭრის, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ოპერაციის ჩატარება.
გამომწვევი მიზეზი
ჩოგბურთელის იდაყვი გამოწვეულია კუნთის დაჭიმვით და გადატვირთვით. წინამხრის კუნთები მონაწილეობს ხელების გაშლაში და აწევაში. განმეორებითი მოძრაობები მყესის იდაყვის ძვალთან მიმაგრების ადგილას წარქმომნის პატარა დაზიანებებს.
ჩოგბურთის თამაშის დროს ორი ხელით დარტყმის დროს (ბექჰენდი) არასწორი ტექნიკის გამოყენება ხშირი მიზეზია ჩოგბურთელის იდაყვის. სხვა მოძრაობებიც იწვევენ ჩოგბურთელის იდაყვს. ესენია:
- სანტექნიკური იარაღების გამოყენება
- ხატვა
- ხრახნის მოჭერა
- საჭმლის, განსაკუთრებით ხორცის დაჭრა
სიმპტომები
ჩოგბურთელის იდაყვის დროს ტკივილი შეიძლება იდაყვის გარეთა ნაწილიდან მაჯაში და წინამხარში გავრცელდეს. ტკივილის და სისუსტის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ:
- ხელის ჩამორთმევა
- სახელურის გადატრიალება
- ჭიქის ხელში დაჭერა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ დასვენების და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების შემდეგ არ შეგიმსუბუქდებათ იდაყვის ტკივილი.