ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი
დაავადების აღწერა
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი არის ერთ წელზე ნაკლები ასაკის ჯანმრთელი ბავშვის უეცარი, ამოუხსნელი სიკვდილი.მას აგრეთვე ბავშვის საწოლში სიკვდილის სინდრომსაც უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უცნობია, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვილის ტვინის იმ უბნების პათოლოგიასთან, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას და ძილიდან გაღვიძებას.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ამ სინდრომის რისკს. მათ აგრეთვე აღმოაჩინეს ზომები, რომლების მიღების შედეგადაც მცირდება ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა არის ბავშვის ზურგზე წოლა ძილის დროს.
გამომწვევი მიზეზი
ფიზიკურ და გარემო ფაქტორების ერთობლიობას შეუძლია გაზარდოს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. ეს ფაქტორები განსხვავებულია ყველა ჩვილისთვის.
ფიზიკური ფაქტორები.
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან დაკავშირებული ფიზიკური ფაქტორებია:
- ტვინის პათოლოგიები. ზოგიერთი ბავშვი იბადება დარღვევებით, რომლებიც ზრდიან რისკს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით სიკვდილის. ამ ბავშვების უმეტესობაში გვხვდება ტვინის სუნთქვისა და ძილიდან გაღვიძების ნაწილების პათოლოგია.
- დაბალი წონა დაბადებისას. ნაადრევი მშობიარობა და მრავალნაყოფიანი ორსულობა ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვი არ იქნება ბოლომდე ჩამოყალიბებული, რის გამოც მას ნაკლები კონტროლი ექნება ისეთ ავტომატურ პროცესებზე, როგორებიცაა სუნთქვა და გულის ცემა.
- რესპირატორული ინფექცია. ბევრი ჩვილს, რომელიც გარდაიცვალა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით, ახლო წარსულში გადატანილი ჰქონდა გაციება, რამაც დიდი ალბათობით ხელი შეუწყო სუნთქვის პრობლემებს.
ძილის გარემო ფაქტორები
ბავშვის ფიზიკურ პრობლემებს შეიძლება დაემატოს ბავშვის ლოგინში არსებული საგნები და მისი ძილის პოზა, რაც ჯამში გაზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს. ამის მაგალითებია:
- მუცელზე ან გვერდზე ძილი. ჩვილებს, რომლებსაც სძინავთ მუცელზე ან გვერდზე, უფრო უჭირთ სუნთქვა ვიდრე ჩვილებს, რომლებიც უზრგზე წვანან.
- რბილ ზედაპირზე ძილი. სახით ქვემოთ რბილ საგანზე წოლამ შეიძლება დაახშოს ბავშვის სასუნთქი გზები. ბავშვის თავზე საბნის დაფარება აგრეთვე რისკიანია.
- მშობლებთან ერთად ძილი. იმის მიუხედავად, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი მცირდება, როდესაც ბავშვს მშობლების ოთახში სძინავს, რისკი იზრდება, თუ მათ ერთ ლოგინში სძინავთ, რადგან მეტია ალბათობა იმისა, რომ ლოგინში რბილი საგნები იქნება.