ციკლოსპორით ინფექცია

დაავადების აღწერა

ციკლოსპორით ინფექცია იწვევს თხიერ, მწვავე ფაღარათს. პარაზიტი, რომელიც იწვევს ინფექციას ადამიანის სხეულში ხვდება დაბინძურებული წყლის ან საკვების საშუალებთ. უმი პროდუქტები ხშირად არის ინფექციის მიზეზი.

ციკლოსფორით ინფექციის დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან ფარაღათის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. განავლის ანალიზით ფაღარათის მიზეზის დადგენა შესაძლებელია. ინფექციის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. საკვების გამოზომილი არჩევა ამცირებს ინფექციის შანსს.

გამომწვევი მიზეზი

ციკლოსპორა კაიეტანენსისი არის პარაზიტი რომელიც იწვევს ციკლოსპორის ინფექციას. გადაცემა ხდება წყლით ან საკვებით, რომელიც დაბინძურებულია ინფიცირებული ადამიანის მიერ.

ციკლოსპორის ინფექციით დაავადებული ადამიანი პარაზიტს განავალთან ერთად გამოყოფს. თუმცა სხვა საკვებით გადამდები პარასიტებისგან განსხვავებით, ციკლოსპორა არ არის ინფექციური დეფეკაციიდან დღეების ან კვირების განმავლობაში. ამიტომ იშვიათია ინფექციის გადაცემა პირდაპირი გზით ინფიცირებული ადამიანისგან, მაგალითად რესტორანში მომუშავე პერსონალისგან, რომელმაც სათანადოდ არ დაიბანა ხელები საპირფარეშოში შესვლის შემდეგ.

1990-იან წლებამდე, ციკლოსფორით ინფექციის შემთხვევი ფიქსირდებოდა იმ ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობდნენ განვითარებად ქვეყნებში ან დაავადებულნი იყვენ შიდსით და სხვა პათოლოგიით, რაც იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას.

სიმპტომები

პარაზიტით ინფიცირებული ადამიანების გარკვეულ ნაწილში სიმპტომები არ გამოვლინდება. თუმცა სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დაბუნძურებული წყლის ან საკვების მიღებიდან 2-11 დღეში. სიმპტომები:

  • ხშირი, თხიერი ფაღარათი
  • ხანგამოშვებითი ფაღარათი და ყაბზობა
  • უმადობა და წონაში კლება
  • შებერილობა, ბუყბუყი და ბოყინი
  • კუჭის სპაზმები
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • კუნთის ტკივილი
  • სისუსტე
  • დაღლილობა – ინფექციის აქტიური ფაზის ჩაცხრომის შემდეგ ეს სიმპტომი შესაძლოა მაინც დარჩეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში
  • ზოგადი დისკომფორტი
  • ფაღარათი შესაძლოა შეწყდეს თავისით დღეების ან კვირების შემდეგ. თუ თქვენ ინფიცირებული ხართ შიდსის ვირუსით, ან რაიმე სხვა მდგომარეობით ხართ დაავადებული, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას, ინფექცია შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს სამედიცინო ჩარევის გარეშე



როდის მივმართოთ ექიმს

ბევრი მდგომარეობა იწვევს ფაღარათს და გასტროინტესტინალურ სხვა გამოვლინებებს. თუ თქვენ გაგივითარდათ ძლიერი ფაღარათი და გრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. ექიმი დაგეხმარებათ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაში და შეგირჩევთ მკრუნალობას. თუ თვენ მიიღეთ საკვები, რომელიც გაუქმებულია ციკლოსპორის ეპიდემიის გამო ან იმოგზაურეთ იმ ადგილებში სადაც ჭარბობენ პარაზიტები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

თუ თქვენ განიცდით დეჰიდრატაცია ფაღარათის გამო, მიმართეთ ექიმს. დეჰიდრატაციის ნიშნები:

  • ჩამოვარდნილი თვალები
  • მშრალი პირის ღრუ და ენა
  • ცრემლის შემცირებული წარმოქმნა
  • შემცირებული შარდვა