ციკლოთიმია

დაავადების აღწერა

ციკლოთიმია არის განწყობის დაავადება. ციკლოთიმია იწვევს ემოციურ ცვალებადობას, თუმცა ის არ არის ისეთი უკიდურესი, როგორც ბიპოლარული დაავადების პირველი და მეორე ფორმა

ციკლოთიმიით დაავადებული პაციენტები განიცდიან ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას. თქვენ შესაძლოა, ზოგჯერ, თავი იგრძნოთ სამყაროს სათავეში, თუმცა ამ განწყობას შესაძლოა მოყვეს უსუსურობის განცდა. ციკოლთიმური შეტევების შუალედებში პაციენტმა თავი შესაძლოა სტაბილურად იგრძნოს

ბიპოლარული დაავადების პირველი და მეორე ფორმებისგან განსხვავებით, ციკლოთიმიით გამოწვეული ხასიათის ცვლილებები ნაკლებად მწვავეა. თუმცა აუცილებელია სამედიცინო დახამრება,რადგან მდგომარეობა შესაძლოა ბიპოლარულ დაავადებაში გადაიზარდოს. ციკლოთიმიის მკურნალობა მოიცავს კონსულტაციურ თერაპიას(ფსიქოთერაპია), მედიკამენტურ თერაპიას და ჩაკეტილ, მუდმივ კვლევას ექიმ ის მხრიდან.

გამომწვევი მიზეზი

ციკლოთიმიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. სხვა სულიერი აშლილობების მსგავსად, კვლევები აჩვენებს რომ დაავადება არის რამოდენიმე ფაქტორის კომბინაციით გამოწვეული:

  • მემკვიდრეობითობა- ციკლოთიმია შთამომავლობით გადაეცემა
  • ორგანიზმის ბიოქიმიური პროცესები, მაგალითად თავის ტვინში
  • გარემო პირობები

სიმპტომები

ციკლოთიმიის სიმპტომები იცვლება დროთა განმავლობაში. ციკლოთიმიით გამოწვეული გუნება შესაძლოა იყოს დადებითი და პაციენტი თავს ამაღლებულ განწყობაზე გრძნობდეს(ჰიპომანიური სიმპტომები), რომელიც წააგავს მანიას, მაგრამ არის ნაკლებად მძიმე. ციკლოთიმიის მეორე მხარე იწვევს პაციენტში მსუბუქი ან საშუალო დეპრესიის განვითარებას.

ცკლოთიმიის სიმპტომები წააგავს ბიპოლარული დაავადების სიმპტომებს, თუმცა გამოვლინებები ნაკლებად მძიმეა. ციკლოთიმიით დაავადებული პაციენტი შესაძლოა ნორმალურად ცხოვრობდეს, თუმცა არა ყოველთვის. წინასწარ განუსაზღვრელმა ხასიათის ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ნორმალურ ცხოვრებაში, რადგან თქვენ არასდროს გეცოდინებათ თუ როგორ იგრძნობთ თვს

ციკლოთიმიის ჰიპომანიური ფაზა

ციკლოთიმიის ჰიპომანიური ფაზის განმარტება ემთხვევა ბიპოლარული დაავადების მეორე ფორმის ჰიპომანიის განმარტებას. სიმპტომები:

  • ბედნიერების და კარგად ყოფნის(ეიფორია) ჭარბი შეგრძნება
  • უკიდურესი ოპტიმიზმი
  • მაღალი თვითშეფასება
  • არარეალური შეფასება
  • სწრაფი მეტყველება
  • ჭარბი ფიქრები
  • აგრესიული და მტრული ქცევა
  • უყურადღებობა სხვების მიმართ
  • აფორიაქებულობა
  • ჭარბი ფიზიკური აქტივობა
  • რისკის შემცველი ქცევა
  • სიმხიარულე
  • გაძლიერებული მოტივაცია მიზნის მისაღწევად
  • გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვა
  • ძილის მოთხოვნილების ნაკლებობა
  • ყურადღების ადვილად გაფანტვა
  • კონცენტრაციის პრობლემები



ციკლოთიმიის დეპრესიული ფაზა

ციკლოთიმიის დეპრესიული ფაზის სიმპტომები:

  • მოწყენილობა
  • უიმედობა
  • სუიციდირუი ფიქრი და ქცევა
  • შფოთვა
  • დანაშაულის გრძნობა
  • ძილის პრობლემები
  • მადის პრობლემები
  • დაღლილობა
  • საყვარელ საქმიანობებში ინტერესის დაკარგვა
  • შემცირებული სქესობრივი ლტოლვა
  • კონცენტრაციის პრობლემები
  • გაღიზიანებადობა
  • ქრონიკული ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშ



სიმპტომების დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, ციკლოთიმია ნაკლებად მწვავეა. ამ პერიოდის შემდგომ, ემოციური ცვალებადობები უფრო თვალსაჩინოა. თქვენ შესაძლოა გქონდეთ დეპრესიული ეპიზოდები, რომლებიც ემთხვევა ძირითადი დეპრესიული დაავადების გამოვლინებებს. თქვენ აგრეთვე შესაძლოა განიცდიდეთ მანიური ეპიზოდების სრულ გამოხატულებას.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ თქვენ აღგენიშნებათ ციკლოთიმიის პრობლემები, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ. ციკლოთიმია იშვიათად უმჯობესდება სამედიცინო ჩარევის გარეშე. თუ თქვენ არ გნებავთ მკურნალობა, იპოვეთ ვინმე, ვინც დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
  • თუ თქვენს საყვარელ ადამიანს აღენიშნება ციკლოთიმიის სიმპტომები, ელაპარაკეთ ღიად და გახსნილათ თქვენი შეხედულებების შესახებ. თქვენ ვერავის დააძალებთ სამედიცინო მკურნალობას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მას შესთავაზოთ კვალიფიციური ექიმის მხრიდან დახმარება


 
სუიციდური ფიქრები

მიუხედავად იმისა, რომ ციკლოთიმიას შესაძლოა თან ახლდეს სუიციდური ფიქრები, ეს სიმპტომი ძირითადად ბიპოლარული დაავადების გამოვლინებაა. თუ თქვენ ფიქრობთ თვითმვკლელობაზე ახლა:

  • აკრიფეთ 112 ან მიბრძანდით სამედიცინო დახმარების ცენტრში.
  • მიმართეთ ლოკალურ ცხელ ხაზს, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციას თვითმკვლელობაზე ფიქრების შესახებ.
  • თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა ტელეფონთან ან ვერ ახერხბთ დარეკვას, დაუკავშირდით სხვას სასწრაფოდ, მაგალითად :ექიმს, ოჯახის წევრს, მეგობარს ან ვინმეს, ვისაც ენდობით.