ციროზი

დაავადების აღწერა

ციროზი ღვიძლის დანაწიბუროვანების პროცესის გვიანი ეტაპია. ღვიძლის დანაწიბუროვანების ბევრი მიზეზი არსეობს, მათ შორის ჰეპატიტი და ალკოჰოლის ქრონიკულად მოხმარება. ღვიძლს რამოდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის მავნე ნივთიერებების დეტოქსიფიკაცია, სისხლის გაფილტვრა და ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების წარმოქმნა.

ციროზი ვითარდება ღვიძლის დაზიანების შედეგად. ციროზით გამოწვეული დაზიანება შეუქცევადია. თუმცა ციროზის ადრეული დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია შემდგომი დაზიანებისგან თავის არიდება. ციროზის პროგრესირებასთან ერთად ყალიბდება სულ უფრო მეტი რაოდენობით ნაწბუროვანი ქსოვილი, რაც ღვიძლს ხელს უშლის ნორმალურად ფუნქციონირებაში(დეკომპენსირებული ციროზი). შორს წასული ციროზი სიცოცხლისთვის საშიშია.

გამომწვევი მიზეზი

ციროზი ყალიბდება ღვიძლის დაზიანების შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება. ღვიძლი ყოველი დაზიანების შემდგომ ცდილობს საკუთარი თავის აღდგენას. ამ პროცესში ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. ამ ქსოვილის მატებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქცია ქვეითდება. ციროზის გვიანდელ ეტაპებზე, ღვიძლი თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს

აუცილებელია ციროზის მიზეზის დადგენა, რადგან გამომწვევი დაავადების მკურნალობამ შესაძლოა გააჩეროს ორგანოს შემდგომი დაზიანება. ბევრი დაავადება და მდგომარეობა იწვევს ღვიძლის დაზიანებასა და ციროზს

ციროზის ზოგიერთი მიზეზი მიჩნეულია თანდაყოლილად:

  • რკინის დაგროვება ორგანიზმში(ჰემოქრომატოზი)
  • ცისტური ფიბროზი
  • ღვიძლში სპილენძის დაგროვება(ვილსონის დაავადება)
  • ცუდად ჩამოყალიბებული ნაღვლის სადინარები(ნაღვლის არხების ატრეზია)
  • შაქრის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დაავადებები(გალაქტოზემია ან გლიკოგენის შენახვის დაავადება)
  • გენეტიკური მონელების დაავადება(ალაგის სინდრომი)
  • ღვიძლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხეულის იმუნური სისტემით(ავტოიმუნური ჰეპატიტი)



სხვა მიზეზები ცხოვრების გვიანდელ ეტაპებზე ვლინდება

  • ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
  • C ჰეპატიტი
  • B ჰეპატიტი
  • ცხმის ღვიძლში დაგროვება(არაალკოჰოლური ცხიმიანი ღვიძლის დაავადება)
  • ნაღვლის არხების განადგურება(პირველადი ნაღვლსმიერი ციროზი)
  • ნაღვლის არხების გამაგრება და დანაწიბუროვანება(პირველადი მასკლეროზილებელი ქოლანგიტი)
  • პარაზიტით ინფექცია, რომელიც ხშირია განვითარებად ქვეყნებში(შისტოსომიაზი)


ზოგიერთ ადამიანს ღვიძლის ციროზის ერთზე მეტი მიზეზი აქვს, მაგალითად ალკოჰოლური ციროზი რომელსაც თან ახლავს ვირუსული ჰეპატიტი. თუ ექიმებს არ შეუძლიათ თქვენი მდგოამრეობის მიზეზის დადგენა, ისინი დაავადებას კრიპტოგენურ ციროზს უწოდებენ. 20 %-ში პაციენტებისა გვხვდება კრიპტოგენური ციროზი.

სიმპტომები

ციროზი ღვიძლის ძალიან გავრცელებულ დაზიანებამდე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა სიმტპმები შესაძლოა არსებობდეს:

  • დაღლილობა
  • ადვილად სისხლდენა
  • ადვილად ჩალურჯება
  • კანის ქავილი
  • ყვითელი ფერი კანის და თვალების არეში(სიყვითლე)
  • სითხის დაგროვება მუცელში(ასციტი)
  • უმადობა
  • გულისრევის შეგრძნება
  • ქვედა კიდურების შესიება
  • წონაში კლება
  • დაბნეულობა, თვლემა და გაუგებარი ლაპარაკი(ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია)
  • ობობისებრი სისხლძარღვები კანზე

როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ მუდმივად აღგენიშნებათ ციროზის სიმპტომები