ცხვირის პოლიპები

დაავადების აღწერა

ცხვირის პოლიბები წარმოადგენენ უმტკივნეული, კეთილთვისებიან წანაზარდებს ცხვირის ღრუს გზებისა და სინუსების ამომფენ გარსზე. ისინი ჩამოკდებულნი არია, როგორც ყურძნის მტევანი. ცხვირის პოლიპების წარმოქმნას იწვევს ასთმით გამოწვეული ანთება, განმეორებითი ინფექციები, ალერგიები, მგრძნობელობა მედიკამენტებზე ან იმუნუტეტის ზოგიერთი დაავადება.

ცხვირის მცირე ზომის პოლიპებმა შესაძლოა არ გამოიწვიონ სიმპტომები. დიდი ზომის წანაზარდები, ზოგიერთ შემთხვევაში, ბლოკავენ ცხვირის ღრუს გზებს და იწვევენ სუნთქვის პრობლემებს, ყნოსვის დაქვეითებას და ხშირ ინფექცეიბს.

ცხვირის პოლიპები ნებისმიერი ასაკის ადამიანებში გვხვდება, თუმცა ყველაზე ხშირია ზრდასრულებში. მედიკამენტები, ხშირად, აპატარავბენ და აქრობენ პოლიპებს. თუმცა მათ მოსაშორებლად, ზოგჯერ, ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

გამომწვევი მიზეზი

მეცინერებმა ზუსტად არ იციან, თუ რა იწვევს ცხვირის პლიპებს. უცნობია, თუ რატომ უყალიბდება ზოგიერთ ადამიანს ქრონიკული ანთება ცხვირის პოლიპებთან ერთად და დანარჩენ ადამიანებს არა. ანთება ვითარდება ცხვირის ღრუსა და სინუსებში სითხის წარმომქნელ გარსში(ლორწოვანი მემბრანა). არსებობს მოსაზრება, რომ პოლიპების მქონე ადამიანებს განსხვავებული იმუნური სისტემის პასუხი და სხვა ქიმიური ნივტიერებები აღენიშნებათ ლორწოვან მემბრანაში განსხვავებით იმ ადამიანებისგა, ვისაც პოლიპები არ უვითარდება.

ცხვირის პოლიპები ნებისმიერ ასაკში ყალიბდება, თუმცა ყველაზე ხშირია ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ზრდასრულ ადამიანებში. ცხვირის პოლიპები შესაძლოა ჩამოყალიბდეს ცხვირის ღრუს გზების ან სინუსების ნებისმიერ ადგილას, თუმცა ისინი ყველაზე ხშირად წარმოდგენილი არიან თვალთან, ცხვირთან და ლოყის ძვალთან არსებულ სინუსებში(ოსტიომეატალური კომპლექსი).

სიმპტომები

ცხვირის პოლიპები დაკვშირებულაი ცხვირის სასუნთქი გზებისა და სინუსების გარსის ანთებასთან, რომელიც 12 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება(ქრონიკული რინოსინუსიტი, იგივე ქრონიკული სინუსიტი). თუმცა ქრონიკული სინუსიტი შესაძლოა პოლიპების წარმოქმნის გარეშეც მიმდინარეობდეს.

ცხვირის პოლიპი არის რბილი ქსოვილი. პოლიპებს არ აქვთ მგრძნობელობა. მცირე ზომის პოლიპების არსებობის შემთხვევაში მათ პაციენტი შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეს. ბევრი ან დიდი ზომის წანაზარდები, ზოგჯერ, ახშობენ სასუნთქ გზებსა და სინუსებს.

ქრონიკულ სინუსიტთან თანდართული ცხვირის პოლიპების სიმპტომები:

  • ხშირი, თხევადი გამონადენი ცხვირიდან
  • მუდმივი გაჭედილობა
  • პოსტნაზალური წვეთი
  • ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა
  • გემოვნების შეგრძნების დაკარგვა
  • ტკივილი თავის ან სახის არეში
  • ზედა კბილების ტკივილი
  • წნევის შეგრზნება შუბლსა და სახეზე
  • ხვრინვა
  • ქავილი თვალების გარშემო


როდის მივმართოთ ექიმს

სიმპტომების 10 დღეზე ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ქრონიკული სინუსიტისა და ცხვირის პოლიპების სიმპტომები წააგავს სხვა მდგომარეობების გამოვლინებებს, მაგალითად ზოგადი გაციების ნიშნებს.

მოითხოვეთ სამედიცინო სასწრაფო დახმარება, თუ აღგენიშნებათ:

  • სუნთქვის სერიოზული პრობლემები
  • სიმპტომების უცაბედი გაუარესება
  • მხედველობის გაორება, დაქვეითება ან თვალების შეზღუდული მოძრაობა
  • მძიმე შესიება თვალების გარშემო
  • მზარდად ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტკივილი ან თავის წინ გადახრის უნარის შეზღუდვა