ცოფი

დაავადების აღწერა

ცოფი გამოწვეულია მომაკვდინებელი ვირუსით, რომელიც ადამიანებზე გადადის ინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან. ცოფის ვირუსი, როგორც წესი, ნაკბენის საშუალებით გადაეცემა.

საქართველოში უპატრონო ძაღლები ადამიანებზე ვირუსის ყველაზე ხშირი გამავრცელებლები არიან.

ცოფის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, დაავადება თითქმის ყოველთვის ფატალურია. ამის გამო, რისკის მქონე ადამიანებმა აუცილებელია, რომ ვაქცინა დროულად გაიკეთონ.

გამომწვევი მიზეზი

ცოფის ინფექციას ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფის ვირუსი ვრცელდება დაავადებული ცხოველების ნერწყვის საშუალებით. ინფიცირებული ცხოველები ვირუსს ავრცელებენ სხვა ცხოველის ან ადამიანის კბენის საშუალებით. იშვიათ შემთხვევებში, ცოფი შესაზლოა განვრცელდეს ინფიცირებული ნერწყვის ღია ჭრილობაში ან ლორწოვან გარსებში მოხვედრით, მაგალითად პირის ღრუსა და თვალებში.

ცხოველები, რომლებსაც გადააქვთ ცოფის ვირუსი

ნებისმიერ ძუძუმწოვარს შეუძლია გაავრცელოს ცოფის ვირუსი. ადამიანებზე ვირუსის გამავრცელებელი ძირითადი ცხოველები:

შინაური და ფერმის ცხოველები

  • კატა
  • ძროხა
  • ძაღლი
  • ქრცვინი
  • თხა
  • ცხენი



გარეული ცხოველები

  • ღამურა
  • თახვი
  • ველის მგელი(კოიოტი)
  • მელია
  • მაიმუნი
  • ენოტი
  • სკუნსი



იშვიათ შემთხვევებში, ვირუსი გადადის ინფიცირებული ორგანოების გადანერგვის დროს.

სიმპტომები

ცოფის თავდაპირველი სიმპტომები წააგავს გრიპის სიმპტომებს და გრძელდება რამოდენიმე დღე. სიმპტომები:

  • სიცხე
  • თავის ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • აფორიაქება
  • შფოთვა
  • დაბნეულობა
  • ჰიპერაქტიურობა
  • ყლაპვის გაზნელება
  • ჭარბი ნერწყვდენა
  • წყლის შიში(ჰიდროფობია) ყლაპვის გაძნელების გამო
  • ჰალუცინაციები
  • უძილობა
  • ნაწილობრივი პარალიზი



როდის მივმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გიკბინათ ცხოველმა. დაზიანების და კბენის დროს არსებული სიტუაციის მიხედვით ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა მკურნალობა ცოფისგან თავის ასარიდებლად.

მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ხართ თუ არა რომ გაქვთ ნაკბენი, მოითხოვეთ სამედიცინო დახამრება. მაგალითად, ღამურამ, რომელიც შემოფრინდება თქვენს ოთახში ძილის დროს, შესაძლოა გიკბინოთ თქვენი გაღვიძების გარეშე.