დაძაბულობითი თავის ტკივილი

დაავადების აღწერა

დაძაბულობითი თავის ტკივილი იშვიათი პათოლოგიაა და გამოწვეულია ხველით ან სხვა სახის დაძაბვით- ცემინებით, ცხვირის მოწმენდით, სიცილით, ტირილით, სიმღერით, სხეულის მოხრით ან დეფეკაციის დროს.

ექიმები დაძაბულობითი თავის ტკივილის ორ კატეგორიას გამოყოფენ. პირველადი დაძაბულობითი თავის ტკივლი, ძირითადად, უვნებელია, არის ხანგამოშვებითი და უმჯობესდება თავისით. მეორადი ფორმა კი უფრო სერიოზულია, რადგან იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის პრობლემებით. მეორადი ფორმის მკურნალობა ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

გამომწვევი მიზეზი

დაძაბულობითი თავის ტკივილის პირველადი ფორმის მიზეზები უცნობია

მეორადი დაძაბულობითი თვის ტკივილი

მეორადი ფორმის მიზეზები:

  • თავის ქალის ფორმის დეფექტი
  • ნათხემის დეფექტი. თავის ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია წონასწორობაზე. ეს პროცესი ვითარდება მაშინ, როდესაც თავის ტვინის ნაწილი ჩაეჭედება თავის ქალის ქვედა ნაწილში არსებულ ხვრელში(კეფის დიდი ხვრელი), სადაც მხოლოდ ზურგის ტვინი უნდა იყოს მოთავსებული.
  • ამ დეფექტების ზოგიერთ ტიპს ქიარის მალფორამცია ეწოდება
  • თავის ტვინში ერთ-ერთი სისხლძარღვის კედლის სისუსტე(ანევრიზმა)
  • თავის ტვინის სიმსივნე
  • თავზურგტვინის სითხის სპონტანური გაჟონვა

სიმპტომები

პირველადი დაძაბულობითი თავის ტკივილი:

  • იწყება ხველის ან სხვა დაძაბულობისთანავე ან რამოდენიმე წუთში
  • გრძელდება რამოდენიმე წამის, წუთის ან ზოგჯერ საათის განმავლობაში
  • იწვევს ბასრი, გამჭოლი ან ხლეჩვის ტიპის ტკივილს
  • ძირითადად მოქმედებს თავის ორივე მხარეს. თუმცა თავის უკანა ნაწილში შესაძლოა იყოს უფრო მძიმე ფორმით
  • შესაძლოა მოჰყვეს რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ყრუ ტკივილს
  • მეორადი დაძაბულობითი თვის ტკივილი



მეორადი ფორმის სიმპტომები მსგავსია პირველადისა, თუმცა აგრეთვე შესაძლოა აღინიშნებოდეს:

  • უფრო ხანგრძლივი თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • წონასწორობის დარღვევა
  • გულის წასვლა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თვენ განიცდით უცაბედ თავის ტკივილს ხველების შემდეგ- განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილი არის ხშირი, მძიმე ან თან ახლავს სხვა სიმპტომეიბ, როგორიცაა წონასწორობის დარღვევა და მხედველობის ველის გაბუნდოვანება ან გაორება